ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, "ემპოლის" დატოვებს

AutoSharing Option
საიტი Lltirreno.gelocal.it "ემპოლის" სატრანსფერო გეგმებზე წერს, სადაც ლევან მჭედლიძის შესახებაცაა საუბარი.

საქართველოს ნაკრების ფორვარდს სერია ა-ში ახლად აღზევებულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და საიტი ვარაუდობს, რომ ის აღარ გახანგრძლივდება.

თანაც, ტოსკანურ გუნდს შეტევაში გაძლიერება სურს, რაც ჩვენებურის წასვლას კიდევ უფრო რეალურს ხდის. "სპალი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა მარკო ბორიელო, რომელსაც სწორედ "ემპოლის" უკავშირებენ.

აურელიო ანდრეაცოლის გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად ასევე "ტერნარას" ფორვარდი ადრიანო მონტალტოს ტრანსფერი განიხილება, რომელმაც იტალიის სერია B-ში 20 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ მთელი გასული
სეზონი გამოტოვა. მან ბოლოს 2017 წლის 23 აპრილს, "მილანის" წინააღმდეგ ითამაშა, სადაც გატანილი გოლითაც გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დატოვებს არა არ დაიტოვებენ კიდე კარგათ დაიტოვეს
გიორგი
14:45 06-06-2018
2
ბოლოს ინტერვიუ რომ იყო მაგისი ტელევიზორში შარშან, მაშინაც ეტყობოდა ავად რომ იყო, მოიგლიჯა ცხვირი და წარბები, იკავებდა თავს მარა არ გამოუდიოდა, ხოდა რა უნდა ითამაშოს მაგან, ან ვისააქ მარის იმედი და მაგნაირების. დაკარგული ნიჭი და განიავებული დრო. ფუჭი მოლოდინები და მარად პერსპექტიულები. და მარტო მაგი არაა მასე.
mdaaaa
11:23 06-06-2018
4

სიახლეები პოპულარული