
ამ შეხვედრას ბუნებრივია არაგონული კლუბი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა სეგუნდადივიოზიონის ბოლო ტურში გიორგი და კიდევ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.
მატჩს, რომელსაც 7 827 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში მე-4 წუთზე სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა ალბერტო ზაპატერმა გიორგის მოპოვებული საჯარიმოთი გახსნა, მასპინძლებმა კი თამაშის განახლებისთანავე გაიტანეს საპასუხო გოლი.
პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მსაჯმა მასზე უხეშობისათვის 41-ე წუთზე ნაღდი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და ყვითელი ბარათი უჩვენა, 71-ე წუთზე კი შეცვალეს.
განმეორებითი შეხვედრა სარაგოსაში 9 ივნისს ჩატარდება.
მეორე წყვილში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "სპორტინგი" შეხვდებიან.