როგორც იცით, "ნუმანსიასთან" პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში არბიტრმა ქართველის წაქცევისთვის უეჭველი პენალტი არ დანიშნა და სულაც, მას სიმულაციისთვის ყვითელი ბარათიც აჩვენა.
პაპუს კლუბი მოითხოვს, რომ აიტორ გორესტაგუი ფერნანდესის მიერ 41-ე წუთზე ნაჩვენები ყვითელი ბარათი გაუქმდეს.
"სარაგოსასა" და "ნუმანსიას" განმეორებითი შეხვედრა ხვალ, 9 ივნისსაა დაგეგმილი.
"სარაგოსამ" ლა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა, პაპუნაშვილს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნეს [VIDEO]