Известия: საბა კვირკველიას 17 მილიონად შეძენას "ლესტერი" ცდილობს

AutoSharing Option
"იზვესტია" იუწყება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მალე შეიძლება "ლესტერში" გადავიდეს.

"მელიები" მზად არიან კვირკველია 17 მილიონ ევროდ შეიძინონ.

გამოცემის მტკიცებით, "ლესტერის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "ლოკომოტივის" პრეზიდენტს ილია გერკუსს და ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

"კვირკველია "ლესტერის" ცენტრალური მცველობის ერთადერთი კანდიდატი არაა, მაგრამ მისი თამაში მოსწონთ სელექსიონერებსა და გუნდის მწვრთნელს კლოდ პიუელს. თუმცა, "ლოკომოტივის" მაღალ ხელმძღვანელობას და მწვრთნელს, იური სიომინს არ უნდათ ამ ზაფხულში სოლომონის გაშვება, რათა შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ არ დაკარგონ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. კლუბში თვლიან, რომ ტურნირზე
კვირკველია თავს წარმოაჩენს და ევროპული გუნდები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან მისი სამსახურით. თავად ფეხბურთელი და მისი აგენტები ასევე არ ჩქარობენ გუნდის გამოცვლას", - აღნიშნავს "იზვესტია.

საბამ რუსეთის გასული ჩემპიონატის 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ადრე თქვა, როგორც სიომინი მეტყვის, ისე მოვიქცევიო.

alt"პორტსმუთის" ყოფილი თანამფლობელი: "ლესტერის" მიერ კვირკველიას შეძენის ალბათობა 10%-ია

მკითხველის კომენტარები / 11 /
წადიიიიიიიი!!!!! ხომ შეიძლება სწორი გადაწყვეტილებების მიღება ისწავლონ ჩვენმა ფეხბურთელებმა!! ან აგენტი ვინ ჰყავს ???
SOLO
12:59 11-06-2018
3
ლესტერმა რაც რანიერის გაუკეთა მის მერე ვერვიტან მაგ შეთქმულების ბუდე ლესტერს....საბას კი გულით უსურვებ უდიდეს წინსვლას და წარმატებას
euhh
12:50 11-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული