Известия: საბა კვირკველიას 17 მილიონად შეძენას "ლესტერი" ცდილობს

AutoSharing Option
"იზვესტია" იუწყება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მალე შეიძლება "ლესტერში" გადავიდეს.

"მელიები" მზად არიან კვირკველია 17 მილიონ ევროდ შეიძინონ.

გამოცემის მტკიცებით, "ლესტერის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "ლოკომოტივის" პრეზიდენტს ილია გერკუსს და ოფიციალური წინადადებით მიმართეს.

"კვირკველია "ლესტერის" ცენტრალური მცველობის ერთადერთი კანდიდატი არაა, მაგრამ მისი თამაში მოსწონთ სელექსიონერებსა და გუნდის მწვრთნელს კლოდ პიუელს. თუმცა, "ლოკომოტივის" მაღალ ხელმძღვანელობას და მწვრთნელს, იური სიომინს არ უნდათ ამ ზაფხულში სოლომონის გაშვება, რათა შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ არ დაკარგონ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. კლუბში თვლიან, რომ ტურნირზე
კვირკველია თავს წარმოაჩენს და ევროპული გუნდები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან მისი სამსახურით. თავად ფეხბურთელი და მისი აგენტები ასევე არ ჩქარობენ გუნდის გამოცვლას", - აღნიშნავს "იზვესტია.

საბამ რუსეთის გასული ჩემპიონატის 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ადრე თქვა, როგორც სიომინი მეტყვის, ისე მოვიქცევიო.

alt"პორტსმუთის" ყოფილი თანამფლობელი: "ლესტერის" მიერ კვირკველიას შეძენის ალბათობა 10%-ია

მკითხველის კომენტარები / 11 /
"ხეირს" ნახავს სიომინს თუ დაუჯერებს! რაც არუნდა გიმტკიცოს რომ კარგი უნდა პირველ რიგში თავის თავზე ზრუნავს მან კარგად იცის ჩემპოონთა ლიგაზე პირველივე ჩავარდნა სამსახურის დაკარგვად დაუჯდება მერე აიბურდება სიტუაცია ახალი მწვრთნელი ამიტომ დროზე თან ლესტერის სახელი ჯერ კიდევ ყვირის და არაა ცუდი ვარიანტი პირიქით შეიძლება საუკეთესოც იყოს ამ ეტაპზე გუნდს დაცვაში უჭირს ერთი ორი თავის გამოჩენადა ტოპ გუნდიც მანდ არი გთხოვ ნუ დაკარგავ შანსს არც ნათესავი ხარ არვ ნაცნობი ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ და მაგრად გამიხარდება წარმატება და სამშობლოს თუ ასახელებ კარგად აეონე ყველაფერი ნუ დაუჯერებ სიომინს ასათიანის მაგალითი წინ გიდევს.
კახა
06:56 11-06-2018
2
იქიდან გამომდინარე რომ წინა სეზონში ვნახეთ ლოკოს,უეფას თასზე ატლეტიკოსთან რა შანსებიც ქონდათ, თამაშის ხარისხიც და ფეხბურთელებიც ძალიან ცუდათ შეაფასეს, ასე რომ ლიგაზე დიდი ალბათობით უფრო მაღალი დონის გუნდებთან მოუწევს საბას, მცდარია ჩემი აზრით ის რომ ლიგაზე ლოკო დაანგრევს და საბას ფასი მოემატება, უნდა გადავიდეს პრემიერლიგაში სადაც 38 მატჩი უდრის ჩემპიონთა ლიგას და ლესტერიდან 1 ნაბიჯი რჩება მანჩესტერამდე:) საბა უძლიერესი გვყვავს და ორი აზრი არ არსებობს მაგრამ რო ჩაუარდეს ლოკოსთან ერთად ლიგის 6 თამაში ხომ არის შესაძლებელი??? ამიტომ ასეთი სეზონის შემდეგ სადაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში დროულია გადასვლა
Goga
09:03 11-06-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული