მისი თქმით, მოლაპარაკებები ბოლო სტადიაზეა და მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ გურამი აშშ-ს მიაშურებს.
როგორც იცით, "სან ხოსეში" "ვიტესის" კაპიტნის ყოფილი თანაგუნდელი და მისი ახლო მეგობარი ვაკო ყაზაიშვილი ირიცხება.
კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მან 8 სეზონში ერედივიზიონში 257 შეხვედრაში ითამაშა, ევროპის ლიგაზე კი 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გურამი და ვაკო კვლავ ერთად - კაშიას ტრანსფერი ყაზაიშვილის "სან ხოსეში" თითქმის გადაწყვეტილია