Kubnews.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბთან ერთად შეკრებაზე ვარჯიში დაიწყო.
26 წლის ნახევარმცველის გუნდი 17 ივნისს შეიკრიბა და მომავალი სეზონისთვის ემზადება.
ოქრიაშვილს 2017 წლის 29 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გავა ის მოედანზე, თუმცა სასიამოვნოა, რომ ის უკვე გუნდთან ერთად ემზადება.