კარგი ამბავი - თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ "კრასნოდარის" შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა.

თორნიკეს გუნდი შეკრებას ავსტრიაში გადის, მეზობელ სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ეგვიპტის "ელ აჰლის" წაესპარინგა და 1:5 დამარცხდა.

თორნიკე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, 48-ე წუთზე დამატებაზე გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

თუმცა, "კრასნოდარის" შედეგს და მითუმეტეს ამხანაგურ მატჩში ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ოქრიაშვილი მწყობრში ჩადგა და თამაში დაიწყო.

altრუსებს თორნიკე ოქრიაშვილის გოლი არ ავიწყდებათ: ეს ფანტასტიკური იყო! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ და ევროპაზე გავიდეთ და ამისათვის საჭიროა ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში იყოს სექტემბერისთვის, ოქრიაშვილის დონის ვარსკვლავი არცერთ ნაკრებს არ ყავს ვინც კი მე-4 ჯგუფში მონაწილეობს, მთავარია მალე შევიდეს ფორმაში თოკო.
იაგო
11:49 11-07-2018
0
კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ? სრულიად კორექტულ კომენტარებს არ მიქვეყნებთ, რადგან არ მოგწონთ? ეს საიტი საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი?
Modric
16:03 10-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული