კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარაში ჩატარებულ მატჩში კაშია მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ის ანტონი მარსიალს მეურვეობდა, რომელსაც მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბოლო შანსი მისცა. საქმე ისაა, რომ მას "ბაიერნი" ეპატიჟება, თავად კი გუნდის გამოცვლა არ უნდა და კაშიამ გასაქანი არ მისცა.
მეორე ტაიმში მწვრთნელებმა ორივე გუნდის ფეხბურთელები გამოცვალეს (გარდა მარსიალისა) და მოედანზე შესულ ვაკო ყაზაიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, რომლის დარტყმული ბურთი ერთხელ მიზანს მცირედით ასცდა, ხოლო შემდეგ მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.
შეხვედრის დასასრულ, ვაკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მისმა თანაგუნდელმა ძელს გაარტყა და თამაში 0:0 დასრულდა.
26 ივლისს "სან ხოსე" "სიეტლ საუნდერსს" ხვდება.