გასულ წელს "ორენბურგიდან" აბარგებულ და დღემდე დროებით უმუშევარ თემურ ქეცბაია შესაძლოა, "ანორთოსისი" ჩააბარონ.
ფამაგუსტურმა გუნდმა მოულოდნელად ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა ალბანეთის "ლაკისთან" და გათამაშებას გამოეთიშა, მის მწვრთნელს რონი ლევის კი გადაყენებას უპირებენ.
ჰოდა, აქტიურად განიხილება მწვრთნელის პოსტზე ქეცბაიას კანდიდატურა.
თემური ამ გუნდის ღირსებას 2002-2006 წლებში იცავდა, ხოლო 2004-2009 წლებში მისი მწვრთნელი იყო. მან ამას წინათ "ნეფტჩის" ჩაბარება არ ისურვა.
"ანორთოსისში" ქართველი ლეგიონერები ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.
თემურ ქეცბაიამ "ნეფტჩის"