ჩაკვეტაძემ და ბერიძემ ჩემპიონატის დაწყების წინ "გენტში" ბოლო სპარინგი გამართეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის დაწყების წინ "გენტმა" სეზონისწინა მოსამზადებელი ციკლის უკანასკნელ მატჩში საფრანგეთის ლიგა 1-ის "სტრასბურგი" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში "გენტის" ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე და კლუბის საიტის ცნობით, გუნდის თამაშს წარმართავდა და მეტოქესთან ტექნიკურ უპირატესობას უზრუნველყოფდა.

შესვენების შემდეგ "გენტის" მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე შესულ, აქტიურ გიორგი ბერიძეს (ფოტოზე) გოლის გატანაც შეეძლო.

ერთადერთი გოლი ამ მატჩში 85-ე წუთზე ანდრიაშევიჩმა პენალტით გაიტანა.

რაც შეეხება "გენტში" ახლახან გადასულ გიორგი ქვილითაიას, როგორც sportall.ge-ს განუცხადა, მწყობრში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩადგება.

ბელგიის
პირველობა 27 ივლისს ლიეჟში "სტანდარტისა" და "გენტის" მატჩით აიღებს სტარტს.

altჩაკვეტაძემ და ბერიძემ "გენტში" ერთად ითამაშეს, ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა [VIDEO]

altგიორგი ქვილითაიამ "გენტთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია სამივე ქართველი ძირითადშ იქნება მომავალ სეზონში . წარმატებები სამივეს
ტოტტი
10:44 24-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული