ქართველების "ტობოლმა" ევროპა ლიგაზე სომხური "პიუნიკი" 2:1 დაამარცხა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაცია ეტაპის პირველ მატჩში "ტობოლმა", რომელმაც პირველ რაუნდში გათამაშებას "სამტრედია" გამოთიშა, სახლში 2:1 სძლია "პიუნიკს".

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ისინი 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვეს გოლი და ახლა ყველაფერი ერევანში საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

კუსტანაურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმა ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ.

ამავე ტურნირზე "უფას" შემადგენლობაში "დომჟალესთან" 0:0-ზე დასრულებულ საშინაო მატჩში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ.

altჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული