"ნასიონალი" გიორგი არაბიძეს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

AutoSharing Option
"ნასიონალი" გუნდის ქართველ ლეგიონერს, გიორგი არაბიძეს მამის, ვლადიმერ არაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

"გარდაიცვალა ჩვენი გუნდის ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის მამა, ვლადიმერ არაბიძე. ამასთან დაკავშირებით გიორგის რამდენიმე დღით საქართველოში წასვლის ნება მივეცით. კლუბი გიორგის, მის დედას, დას და ოჯახის ახლობლებს ღრმა სამძიმარს უცხადებს", - წერს "ნასიონალის" საიტი.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს გიორგი არაბიძის მამის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სამწუხაროა. ვუსამძიმრებ გიორგის მთელი გულით და ამავდროულად წარმატებებს ვუსურვებ, რითაც საკუთარი მამის ამაგის მრავალჯერად რეალიზაციას მოახდენს
მოქალაქე
12:49 30-07-2018
0
ვიზიარებ გიორგის მწუხარებას.ახლა მას, ოჯახის წინაშე, კიდევ უფრო დიდი ვალდებულებები გაუჩნდება.ჭირსა შიგან გამაგრება,ასრე უნდა,ვით ქვიტკირსა.დაე განსაცდელმა კიდევ უფრო გააძლიეროს.
სოსო
09:12 29-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული