ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდმა სტადიონის მოედანი შეღება და თამაშისას ფეხბურთელები "გამწვანდნენ"

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველის, ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის "სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში საკუთარ "სიტი არენაზე" 0:1 დამარცხდა "ლეგიასთან", მაგრამ ვარშავაში პირველი თამაში 2:0 ჰქონდა მოგებული და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მისი მომავალი მეტოქე "ცრვენა ზვეზდაა". მატჩები 7 და 14 აგვისტოს გაიმართება.

ჭანტურიშვილს პოლონურ გუნდთან დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია, თუმცა ბელგრადულ გუნდთან უკვე აქვს ასპარეზობის უფლება.

"სპარტაკი" - "ლეგიას" მატჩის დაწყებისას მოედანი მკვეთრი მწვანე ფერისა იყო, მაგრამ ცოტა ხანში გაზონმა ფერი იცვალა, ხოლო ფეხბურთელები "გამწვანდნენ". თურმე, იმისათვის, რათა მოედნის საფარი უეფას
სტანდარტების შესაფერისი ყოფილიყო, შეუღებიათ...

altვახტანგ ჭანტურიშვილი ჩემპიონთა ლიგის მატჩში გააძევეს

altვახტანგ ჭანტურიშვილი: ყველა ქუჩაში იყო და ამ წარმატებას ერთად ზეიმობდა

altლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიას და ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩემპიონობა [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზელიონკით შეღებეთ, თქვე ჩემა? :დ
ქუთაისელი
09:54 02-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული