kleinezeitung.at. ოთარ კიტეიშვილი: ჩემი საყვარელი გუნდი "ბარსელონაა", ახლა კი "შტურმიც"

AutoSharing Option
"შტურმის" ქართველმა ახალწვეულმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ინტერვიუ მისცა ავსტრიულ გაზეთს.

- ბევრი კლუბი გიწვევდათ. რატომ აირჩიეთ "შტურმი"?
- ეს გუნდი ჩემი სამსახურით სერიოზულად დაინტერესდა. საქართველოში "შტურმს" ყველა იცნობს.

- რას იტყოდით გრაცზე?
- ქალაქი დავათვალიერე. მომეწონა ცენტრალურ მოედანზე შენობა, რომელის კოშკურასაც საათი ამშვენებს.

- აქ სასტუმროში ცხოვრობთ. ხომ არ მოიწყინეთ?
- დიახ, ჯერ სასტუმროში ვარ, მაგრამ მალე სახლში გადავალ.

- რას იტყოდით ავსტრიულ ფეხბურთზე?

- ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა გიორგი ქვილითაამ, რომელიც "რაპიდიდან" "გენტში" გადავიდა, ავსტრია ყოველმხრივ საუკეთესოდ დამიხასიათა.

-
თქვენი ძლიერი მხარეები რაში მდგომარეობს?

- არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. დაე, ჩემზე სხვებმა ილაპარაკონ.

- რომელია თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და გუნდი?

- მესი და "ბარსელონა", ახლა კი "შტურმი" (იცინის).

altოთარ კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისის დინამოს ადგილი აღარ დარჩა შენს გულში ოთარ!?
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
08:52 13-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული