ჯიმი ტაბიძე ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილი - ვერა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა - ჯიმი ტაბიძის "უფა" მესამე რაუნდში გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა კი გათამაშებას გამოეთიშა.

ქართველი მცველის "უფას" სახლში პირველი მატჩი "დომჟალესთან" 0:0 ჰქონდა დასრულებული, განმეორებითი შეხვედრის 87-ე წუთზე კი მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (1:1) და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ლუქსემბურგის "პროგრესს" შეხვდება, რომელმაც უნგრეთის "ჰონვედი" გამოთიშა ტურნირიდან.

ბეგლარიშვილის "ფლორა" კვიპროსში" 0:5 განადგურდა აპოელთან, სახლში 2:0 სძლია და მესამე რაუნდში კვიპროსული გუნდი  მიიღებს მონაწილეობას.

ორივე ქართველმა
ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.

altჯიმი ტაბიძე: ეს დღე ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება


მკითხველის კომენტარები / 3 /
ინტენსიურად ვადევნებ ამ საიტზე ახალ ამბებს თვალყურს, მაგრამ უნდა ავღნიშნო ზოგჯერ არაპროფესიონალიზმს ვამჩნევ ისევე როგორც ჩიხორას ისრაელში გამარჯვების მატჩის განხილვისას როცა ისე იყო თამაშის მიმდინარეობა განხილული თამაში ნანახი არ ქონდა სტატიის ავტორს. ეხლაც წერს 2 ქართველმა მიიღო მონაწილეობა ევროპალიგაზეო. რიუ ავე და მაკარიძე????? მძლივს ძირითადში ათამაშეს მაკარიძე და მაგასაც ვეღარ ვამჩნევთ??
იაგო
11:05 03-08-2018
0
მაკარიძემაც ითამაშა რიო ავეში კარგად გადაამოწმეთ და ისე დაწერეთ, ამ ბეგლარიშვილით ნუ წაიღეთ ტვინი.
roma
10:25 03-08-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული