პრინციპული მეტოქეების შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოლიმპიისკის" სტადიონზე თავისი გუნდის საგულშემატკივროდ 46 475 მაყურებელი მივიდა.
სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველები კრივცოვი და ორდეცი ტრავმირებულები არიან და დავით ხოჭოლავამ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი - ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. მან ყვითელი ბარათი ვერბიჩთან უხეშობის გამო მიიღო.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ვერბიჩმა მეკარე პიატოვის შეცდომის შედეგად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამას წინათ "დინამოსთან" სუპერთასის მატჩი დონეცკელებმა სწორედ პიატოვის დაშვებული შეცდომის შედეგად მოიგეს.
საერთოდაც, უნდა ითქვას, დედაქალაქელები ბოლო ხანს დონბასელებს ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან.
დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ყველაზე ტანმაღალ ფეხბურთელებში მოხვდა