გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე კარიერას უნგრეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "უიპეშტში" განაგრძობს.

უნგრული კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მათ ბერიძე "გენტიდან" 1-წლიანი იჯარით დაიმატეს.

"უიპეშტი" გასულ წელს ადგილობრივ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა, თუმცა "სევილიასთან" ორი მატჩის ჯამში 1:7 განადგურდა.

მიმდინარე სეზონში კი, 3 ტურის შემდეგ, გუნდს 4 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბერიძემ გასული წელი ასევე იჯარით სლოვაკურ "ტრენჩინში" გაატარა, საიდანაც "გენტს" დაუბრუნდა და ბელგიურ კლუბთან ერთად მოსამზადებელ ეტაპზეც იმყოფებოდა, თუმცა
მწვრთნელმა ივ ვანდერჰაგემ მეორე გუნდში გადაიყვანა და ურჩია, სათამაშო პრაქტიკისთვის სხვაგან გადასულიყო.

alt"გენტში" ქართული ტრიო იშლება - გიორგი ბერიძე მეორე გუნდში გადაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ამბავია, გენტის მეორე გუნდს სჯობს. ისე ჩვენი ფეხბურთელები მთელ ევროპას მოედნენ რაც ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს.
kika
15:49 10-08-2018
0

სიახლეები პოპულარული