პაულო ფონსეკა: დავით ხოჭოლავას შესანიშნავი გოლი გამოუვიდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში "შახტარმა" 4:1 დაამარცხა "ვორსკლა", ერთი გოლი კი პოლტაველთა კარში ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა. ნამატჩევს კომენტარი "მეშახტეთა" მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გააკეთა.

"რა შემიძლია ვთქვა პირველ ტაიმზე, რომელიც 0:1 წავაგეთ? აქ საქმე ტაქტიკაში კი არა, არამედ ინტენსივობაში და სისწრაფეშია, რომელიც გვაკლდა.

თუ ვილაპარაკებთ ხოჭოლავაზე, გოლი კუთხურის შემდეგ გავიდა, დაარტყა და შესანიშნავად გამოუვიდა.

ბევრი მომენტი შევქმენით და მეორე ტაიმში კიდევ უნდა გაგვეტანა გოლი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული