გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" "კოლორადოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" MLS-ის მორიგ "ტურში" გასვლით შეხვედრაში "კოლორადოს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო კი 89-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

ქართველების "სან ხოსეს" 16 ქულა აქვს და დასავლეთის კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს.

19 აგვისტოს "სან ხოსე" საკუთარ მოედანზე "ტორონტოს" მიიღებს.

alt ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

altსუპერ ვაკო! - ყაზაიშვილმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერს დუბლი შეუსრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული