ლეგიონი: ქართველებმა რა ჰქმნეს?

AutoSharing Option
დღეს ეროვნულ ჩემპიონატებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს. მოკლედ მოგითხრობთ ყველას შესახებ.

რუსეთი. "უფა" - "კრასნოდარი" 0:1
მასპინძელთა მცველს ჯიმი ტაბიძეს აქამდე სტაბილურად აყენებდნენ ძირითად შემადგენლობაში, ამჯერად კი სათადარიგო იყო. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ მწყობრში ვერ ჩადგა და განაცხადში არ იყო.

პოლონეთი. "კორონა" - "შლიონსკი" 2:1
"კორონას" ნახევარმცველი ვატო არველაძე განაცხადში არ იყო. მან ექსტრაკლასა ოთხი მატჩიდან ორში მიიღო მონაწილეობა.

დანია. "ესბერგი" - "სონდერისკე" 1:0.
"ესბერგის" ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან ხუთივე ტურში
მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

ლუქსემბურგი. "დუდელანჟი" - "დეიფერდენჟი" 0:2
მასპინძელთა გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 წააგო და ნახევარმცველი ლევან ყენია შესვენების შემდეგ შეუშვეს შეცვლაზე, მაგრამ მისმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა. "დუდელანჟმა" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვარშავაში 2:0 სძლია "ლეგიას", იმ შეხვედრაში ლევანი სათადარიგო იყო და იმედია, 16 აგვისტოს განმეორებით მატჩში ათამაშებენ.

altლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული