რატომ აქვს გიორგი ნავალოვსკის რუსული პასპორტი - ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან

AutoSharing Option
Pressball.by-მ საქართველოს ნაკრებისა და მინსკის "დინამოს" მცველის, გიორგი ნავალოვსკის საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი ივლისში გააფორმა, როცა თავისუფალი აგენტის სტატუსით ხაბაროვსკის სკა დატოვა.

გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან, რომელიც ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

- გიორგი, თქვენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით... იქნებ თქვენი კარიერის შესახებ მოგვიყვეთ...
- დავიბადე თბილისში. ერთ-ერთ საბავშვო გუნდში ვთამაშობდი, რის შემდეგაც "დინამო თბილისში" გადავედი.

ამას მოჰყვა "დინამოს" მე-2 გუნდში თამაში, რის შემდეგაც დედაქალაქელთა ძირითად გუნდში აღმოვჩნდი.

იქ 2 წელი გავატარე და "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალიც
დავისაკუთრე.

2007 წელს რუსთავის "ოლიმპში" გადავედი, შემდეგ კი მახაჭყალის "ანჟით" ჩემი ლეგიონერის კარიერა დაიწყო.

- ქართველი ფეხბურთელისთვის "დინამო თბილისში" თამაში დიდი პატივია, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, ეს ყველას ოცნებაა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

ჩემთვის მეორე ოცნების ახდენა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ასე რომ, ჩემს თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ.

- მეგობრობთ დღეს კიდევ რომელიმე ადამიანთან, რომელიც იმ დროს "დინამოში" ირიცხებოდა?
- როდესაც "დინამოს" მე-2 გუნდში ვთამაშობდი, ძალიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟის ახლო მეგობარი ვიყავი.

ასევე არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც კიდევ ვმეგობრობ.

- თქვენ რუსეთის მოქალაქეობაც გაქვთ?
- დიახ, ასეა. რუსეთის პასპორტი იმიტომ მომცეს, რომ ლეგიონერებზე ლიმიტი იყო და ამ დროს "ანჟიში" ვთამაშობდი.

მახაჭყალური კლუბის პრეზიდენტმა საჩუქარი გამიკეთა. ამის შემდეგ გუნდში ლეგიონერად აღარ ვითვლებოდი.

- ამ დროს პოლიტიკურ მოტივს არ უმოქმედია? საქართველოს და რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. როდესაც სამშობლოში დაბრუნდით, პრობლემები არ შეგექმნათ?
- არა, მე ქართველი ვარ და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ეს უბრალოდ ჩემი საფეხბურთო კარიერაა და მეტი არაფერი.

- გადავიდეთ ნაკრებზე. ალბათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გემახოვრებათ...
- დიახ, 2008 წელს ესტონეთს ვეთამაშეთ. ორი დღის შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრებს დავუპირისპირდით. ამ მატჩების შემდეგ 7 წელი ნაკრებში არ მიძახებდნენ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ.

- საინტერესოა... ალბათ, ფიქრობდით, რომ თქვენი სანაკრებო კარიერა დასრულებული იყო...
- ბუნებრივია. საბედნიეროდ, ნაკრებს 2015 წელს დავუბრუნდი, როდესაც მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე იყო და მას ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი.

- რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ეროვნული ნაკრებიდან?
- ორი წლის წინ ჩვენ ესპანეთი გასვლაზე 1:0 დავამარცხეთ. ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის დამარცხება ბევრს ნიშნავს.

"ფურია როხა" ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილად იბრძოდა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ინიესტა არ იყო, რომელიც მეორე ნახევარში გამოჩნდა.

altგიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნავალ, აბა პასპორტი გვაჩვენე !!! DDDDDDDDD
korben dallas
16:48 16-08-2018
11
გიორგი მაგარი კაცია და კარგი ფეხბურთელი,მაგარი ქართველი,სულ ბოლომდე იხარჯება მოედანზე,წარმატებები გიორგი,ყაზახეთთან ფორმაში უნდა იყო.
გოჩა
16:27 16-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული