ის ერთგული ფეხბურთელია - ლევან მჭედლიძეს "ემპოლიში" გატარებული 10 წელი დაუფასეს

AutoSharing Option
ilposticipo.it-მა იტალიის სერია A-ს მონაწილე გუნდებში მოთამაშე ერთგული ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა.

სასიამოვნოა, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე.

"ლევან მჭედლიძის სახელი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ის "ემპოლის" ერთგული ფეხბურთელია.

მას შემდეგ, რაც ის საქართველოდან ტოსკანაში გადმობარგდა, კლუბი მხოლოდ მცირე პერიოდით დატოვა, როდესაც "პალერმოში" იჯარით იმყოფებოდა.

10 წლის განმავლობაში მან 152 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა", - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძეს გასული სეზონი სრულიად გაუცდა და მან ტრავმა მცირე ხნის წინ მოირჩინა.

altლევან

მჭედლიძემ 1 წლისა და 3 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

altოფიციალურად: "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

altიტალიური მედია მსჯელობს: რაში სჭირდება "ემპოლის" ლევან მჭედლიძე?

მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი ვინ არის? :)
Georgian Football
17:05 16-08-2018
1
გიორგი გილოცავ დაბრუნებას, ამის მერე მხოლოდ წარმატებები იყოს შენი თანამდე. გფარავდეს უფალი.
გიზოგ
16:20 16-08-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული