ტოსკანელები ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელ "მონტელუპოს" დაუპირისპირდნენ და 5:0 გაიმარჯვეს.
ლევანი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. მან მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა.
როგორც იცით, მჭედლიძეს 2017 წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მან ტრავმა "მილანთან" შეხვედრაში მიიღო, სადაც თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
"ემპოლი" კი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 21 ივლისს, "პრო ვერჩლის" წინააღმდეგ გამართავს.
ოფიციალურად: "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა