ევროპა ლიგა. III ეტაპი. ლეგიონი: ვინ გავიდა პლეი-ოფში?

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"უფას" საკუთარ მოედანზე 2:1 ჰყავდა დამარცხებული ლუქსემბურგის "პროგრესი", სტუმრად 1:2-ს აგებდა და 90+4-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. რუსული გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ჯიმი ტაბიძემ.

მინსკის "დინამომ" სახლში კი გაანადგურა "ზენიტი", მაგრამ სტუმრად ძირითად დროში 0:4 დამარცხდა, ოვერტაიმში კი 1:8 წააგო და გათამაშებას სენსაციურად გამოეთიშა. თან მსაჯმა 72-ე წუთზე სანკტ პეტერბურგელთა ნახევარმცველი პარედესი გააძევა. ბელარუსულ გუნდში 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე მცველი გიორგი ნავალოვსკი.

"შტურმმა"
მეორე შეხვედრაც წააგო ლარკაკას აეკ-თან - ამჯერად 0:5. გრაცული გუნდის განაცხადში არ იყო ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.

"ლუცერნი" პირეოსში" 0:4 განადგურდა "ოლიმპიაკოსთან" და სახლშიც წააგო - 1:3. შვეიცარიული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

"დუდელანჟმა" ვარშავაში "ლეგიას" 2:1 სძლია, ლუქსემბურგში კი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. "დუდელანჟის" ჰავბეკი ლევან ყენია სათადარიგო იყო.

"გენტმა" კვლავ სძლია "იაგელონიას" - 1:0 პოლონეთში მოუგო, დღეს კი 3:1 ბელგიაში. "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

"ზორია" შინ დაუზავდა "ბრაგას" (1:1), პორტუგალიაში კი 2:2-ს მიაღწია და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით პლეი-ოფში გააღწია. ლუგანსკელთა მეკარე ზაურ მახარაძე 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბრაზილიელი ლუის ფილიპეს ნაცვლად, რომელმაც ტრავმა მიიღო.

altევროპა ლიგის პლეი-ოფის ყველა წყვილი ცნობილია

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ნავალოვსკი ჩვენს ნაკრებში შეუცვლელია.
1
ვულოცავ მინსკის დინამოს ქართულ ფანობას. დღეს თქვენ ყველანი დინამო მინსკელები ხართ.
odala
04:50 17-08-2018
10

სიახლეები პოპულარული