ლეგიონის უქმეები: გაფუჭებული პენალტი, საგოლე გადაცემები და 3 გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულმა უქმეებმა ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. ამ შემთხვევაში არცთუ ისე ბევრი გოლი გავიდა. სამაგიეროდ, იმატა საგოლე გადაცემების რიცხვმა.

ესპანეთი. ლა ლიგა. 19 წლის გიორგი ქოჩორაშვილი "ჟირონამ" ლა ლიგის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ჯერ მისი დებიუტი არ შემდგარა - ლა ლიგის გახსნის მატჩში იგი კატალონიელთა განაცხადში არ იყო "ვალიადოლიდთან" 0:0 დასრულებულ შეხვედრაში.

ლა ლიგა 2. ლადო მოხევიშვილი სათადარიგო იყო, მისი "ალბასეტე" კი პირველ ტურში შინ "დეპორტივოს" 1:1 დაუზავდა.

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" პირველ ტურში შინ "მალაგასთან" დათმო - 1:2. ქართველი მოედანზე 67-ე
წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი იგებდა.

გიორგი პაპუნაშვილმა მოირჩინა ტრავმა და პირველ ტურში ითამაშა კიდეც. ის 82-ე წუთზე შევიდა "სარაგოსას" რიგებში, რომელმაც პირველ ტურში "რაიო მახადაონდას" 2:1 მოუგო.

იტალია. სერია A. "ემპოლიმ" სეზონი "კალიარისთან" მოგებით დაიწყო - 2:0. ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია, ის სათადარიგო იყო.

გერმანია. თასი. 1/32-ფინალში სტუმრად იმარჯვა აკაკი გოგიას (71-ე წუთზე შეცვალეს) "უნიონმა", რომელმაც "იენა" 4:2 დაამარცხა.

საფრანგეთი. ლიგა 2. ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" კორსიკაზე "აიაჩოსთან" დამარცხდა - 0:2. ქართველმა ნახევარმცველმა 64-ე წუთიდან ითამაშა.

ნასიონალი. ამირან სანაიას "როდეზი" სტუმრად "სანოას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტოში დაიწყო.

პორტუგალია. პრიმეირა. ავთო ებრალიძის (90 წთ) "შავეშმა" შინ "პორტიმონენშეს" მოუგო - 2:0.

გიორგი მაკარიძის "რიუ ავემ" მადეირას "მარიტიმუს" 3:1 მოუგო. ქართველმა მეკარემ ეს მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

მადეირას მეორე გუნდ "ნასიონალში" გამოჩნდა გიორგი არაბიძე, რომელიც 71-ე წუთზე შევიდა "მორეირენშესთან" მატჩში. არაბიძეს გუნდის ხსნა შეეძლო, მაგრამ 94-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა - 1:2.


ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას (ტრავმა) "გენტმა" სტუმრად "ეუპენს" მოუგო - 3:2. ქართველი ნახევარმცველი 74-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის ჯერ ერთი საგოლე პასი აქვს სეზონში.

ავსტრია. ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (82-ე წუთზე შეცვალეს) "შტურმი" შინ "ალტახს" დაუზავდა - 1:1.

ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილის (58-ე წუთზე შეცვალეს) "კაპფენბერგმა" 3:1 მოუგო "ვორვარტსს". ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე საგოლე პასია.

დანია. სუპერლიგა. სეზონში პირველი გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ, რომლის თავურის შემდეგ "რანდერსი" "ჰობროს" 2:0-ს უგებდა (3:0 მორჩა). ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.


ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" სტუმრად დაამარცხა "ბრონდბიუ". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

I დივიზიონი. დავით სხირტლაძის (ტრავმა) "სილკებორგმა" სტუმრად "როსკილდეს" მოუგო - 1:0.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ტრავმირებული ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად "ლეგნიცას" 1:1 ეთამაშა.

გიორგი მერებაშვილის (64-ე წუთზე გამოცვალეს) "პლოცკმა" შინ 1:3 დათმო ლუკა ზარანდიას (განაცხადში არ ყოფილა) "არკასთან".

შვეიცარია. თასი. 1/32-ფინალში ვაკო გვილიას "ლუცერნმა" სტუმრად "გლანდი" გაანადგურა - 9:1. ერთ-ერთი გოლი ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (ტრავმა) "ტრნავა" სტუმრად "ნიტრას" დაუზავდა - 0:0.

გიორგი თევზაძეს კვლავ არ უთამაშია "ჟილინას" რიგებში, ახლა "სერედთან" მატჩში (2:1). ქართველს სარეზერვო გუნდში ათამაშებენ.

უნგრეთი. OTP. ბაჩანა არაბულის (90 წთ) "პუშკაშ აკადემია" შინ "კიშვარდას" დაუზავდა - 1:1.

გიორგი ბერიძის (68-ე წუთზე გამოჩნდა) "უიპეშტი" ანალოგიური ანგარიშით "მეჟოკოვეშდს" დაუზავდა.

შვედეთი. სუპერეტანი. ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნამ" 1:0 მოუგო "იონკოპინგსს". 94-ე წუთზე ქართველმა მცველმა საგოლე პასით გამოიჩინა თავი. "ესკილსტუნა" მესამეა და ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

ხორვატია. HNL. გიორგი მჭედლიშვილის (90 წთ) "გორიცამ" სტუმრად "ჰაიდუკი" დაამარცხა - 2:0.

ნორვეგია. ობოს-ლიგაენი. ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "ფლორიომ" სტუმრად "სოგნდალს" მოუგო - 3:2.

ფინეთი. კაკონენი. ირაკლი სირბილაძის (არ უთამაშია) ჯიპპო ჯაპს მასპინძლობდა და 0:2 დამარცხდა.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკეში" "ლაჩის" 1:1 ეთამაშა.

რუსეთი. პრემიერლიგა. გია გრიგალავას ტულის "არსენალი" სტუმრად ცსკა-სთან 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი 67-ე წუთზე განზრახ ხელით თამაშისთვის გააძევეს. "ჩემპიონატმა" მას მატჩში ყველაზე დაბალი შეფასება (5) დაუწერა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ერთხელ სარეზერვო გუნდში ითამაშა, ახლა კი უკვე "კრასნოდარის" მთავარი გუნდის სათადარიგოებში გამოჩნდა. მისი გუნდი შინ ჯანო ანანიძის (ტრავმა) "სპარტაკთან" დამარცხდა - 0:1.

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა "ლოკომოტივმა" სტუმრად 1:0 მოუგო გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს". ქართველი მეკარე განაცხადში არ ყოფილა. კვირკველიას შეფასება - 6,5.

ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალი" სტუმრად 1:4 დამარცხდა "ზენიტთან".

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ლვოვი". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

I დივიზიონი. ნიკა ძალამიძის (63-ე წუთზე შეცვალეს) "ბალტიკამ" სტუმრად "კურსკს" მოუგო - 2:0.

ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "სკა-ხაბაროვსკი" სტუმრად "ჩერტანოვოს" დაუზავდა - 2:2.

ლუკა კობერიძის (90 წთ, გააფრთხილეს) "დესნა" შინ "კარპატის" დაუზავდა - 2:2.

მშრალად შეინახა კარი ზაურ მახარაძემ ("ზორია") ყოფილ გუნდ "ოლიმპიკთან" მატჩში.

მოიგო ქართველთა "ვორსკლამ", რომელმაც შინ "მარიუპოლი" დაამარცხა - 2:1. სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა მიითვალა, ანდრო გიორგაძე განაცხადში არ ყოფილა.


ბელრუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "დნეპრს" დაუზავდა - 0:0.

გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) მინსკის "დინამო" შინ "გოროდეიასთან" დამარცხდა - 0:2.

ლატვია. ვირშლიგა. გურამ ლუკავას (90 წთ) "იელგავა" შინ 0:3 დამარცხდა "რიგასთან". ქართველთა "რიგასმა" სტუმრად "ვალმიერა" დაამარცხა - 4:2.

ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა სასტარტოში ითამაშეს, ბექა ვაჩიბერაძემ და ირაკლი სიხარულიძემ - შეცვლაზე.

ესტონეთი. პრემიუმ ლიიგა. გეგი კეკუას (64-ე წუთზე შეცვალეს) "პარნუ" შინ "ლევადიასთან" განადგურდა - 0:4. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორამ" "კალევს" 3:1 მოუგო.

მასპინძელთა ერთი გოლი ბეგლარიშვილის ანგარიშზეა, რომელსაც უკვე სეზონში 19 გოლი დაუგროვდა.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. თამაზ ცეცხლაძის (არ უთამაშია) "საბაილი" შინ "ყარაბაღთან" 0:2 დამარცხდა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ტობოლი" სტუმრად "ატირაუსთან" დამარცხდა - 1:2. ჯაბა კანკავა სასტარტოში იყო, ხოლო ნიკა კვეკვესკირი შეცვლაზე შევიდა და საგოლე პასი მიითვალა.


კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად "კაისართან" 1:2 დამარცხდა. "ორდაბასი" მესამეადგილოსან "ტობოლს" 8 ქულით ჩამორჩება.

ლაშა კასრაძის (90 წთ) "ჟეტისუმ" "ირტიშს" 2:0 მოუგო.

უზბეკეთი. სუპერლიგა. 22-ე ტურში კახა მახარაძის (44-ე წუთზე შევიდა) "ლოკომოტივმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ბუხაროს". შოთა არველაძის "ფახთაქორმა" შინ 4:0 გაანადგურა "ნასაფი" და ერთპიროვნული ლიდერია.

ქართველთა "ყიზილქუმმა" 2:0 მოუგო "ნასაფს". ელგუჯა გრიგალაშვილმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი კვესიეშვილი სათადარიგო იყო.

აშშ. MLS. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" შინ დაუზავდა "ტორონტოს" - 1:1. ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა, კაშია გააფრთხილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედერაციის და ვაისის მუშაობა მიუხედავად უარყოფითი შედეგისა მაინც დადებითია. გაჩნდნენ ახალი სახეები და 90 პროცენტი ფეხბურთელებისა გამოიცადა. მოსინჯულ იქნა სათამაშო პრაქტიკის მქონე თითქმის ყველა ფეხბურთელი, მათთვის უჩვეულო სხვადასხვა პოზიციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, მაინც აქტივში უნდა ჩაიტვალოს, რადგან გამოჩნდა ვის რა შეუძლია, ან ის, თუ ვისგან რას უნდა ველოდოთ, რა პოტენციალი აქვთ და რა პოზიციაზეა მათი გამოყენება შესაძლებელი. მეკარის პრობლემა მოგვეხსნა და მახარაძე ფორმაშია, მისი ნაკრებში მოწვევა ყველაზე ღირებული აღმოჩნდა დღევანდელი გადასახედიდან და მადლობა ამისთვის ვაისს.დაცვის ცენტრშიც ყველა ფორმაშია/ კაშია, კვერკვე,დვალი,ტაბიძე და ხოჭოლა/ და მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს ტაქტიკიდან გამომდინარე. საყრდენებიდან გამორჩეული უდაოდ გვილია და კანკავაა. ნახევარდაცვიდან გამორჩეულები არიან ჩაკვეტაძე, ვაკო და პაპუნაშვილი, რომელმაც გუშინ ითამაშა, დიდი ალბათობით 2 თამაშს კიდევ მოასწრებს და სასექტემბროთ 100 პროცენტით მზად იქნება. კაკაბაძე დღეს თამაშობს და პაპუს მსგავსად ეგაც დიდი იმედია სასექტემბროდ. მწყობრში არიან არაბული და ლობჟანიძე, რომელთაგან უპირატესობა საბას მხარეზეა, მან გოლიც შეაგდო. სექტემბერში ორი თამაშია და ჩემი აზრით ნახევარდაცვაში მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ბიჭების იმედად ვერ ვიქნებით, ასევე სუსტია მარცხენა ფრთა/გარემარბის პოზიცია/ და არა გვყავს კაკაბაძის სრულფასოვანი შემცვლელი. ამიტომ ვთხოვ ფედერაციას, ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე დავივიწყოთ ყოველგვარი წყენა, ამბიციები და პრინციპები და მოიწვიეთ გუნდში ებრალიძე, კობახიძე და არაბიძე. მერწმუნეთ ისინი საგრძნობლად გაამდიდრებენ და გააძლიერებენ ნაკრების შეტევით პოტენციალს , მათი გამოყენება ყველა აღნიშნულ პრობლემურ პოზიციებზეა შესაძლებელი. ნამდვილად კარგი შემადგენლობა/რესურსი/ გვყავს, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რომლის მსგავსი ფუფუნება არასოდეს არ გვქონია და ამისი არ, ან ვერ გამოყენება დიდი უგუნურება, თუ არა დანაშაული, იქნება. ყველა თამაში მოსაგებია და ასეც მოხდება, რაშიც 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ და ასევე მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის. წარმატებები და გამარჯვებების დროა.
ლევან მაღლაკელიძე
17:02 20-08-2018
0
ეჰ, რა გუნდებში და რა ლიგებში ასპარეზობენ ჩვენი ფეხბურთელები, ეს რომ დასაწყისი იყოს და წინ მიიწევდნენ ვინ არის ხმის ამომღები, მაგრამ სამწუხროდ ბოლო დროს კარიერას რა დონის გუნდებშიც იწყებენ იქვე ასრულებენ.
ირაკლი
11:34 20-08-2018
0

სიახლეები პოპულარული