დიდებული გიორგი ჩაკვეტაძე - ქართველს სიმბოლურში მოსახვედრად 72 წუთი ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე Voetbalkrant.com-მა ბელგიის ჩემპიონატის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

როგორც საიტი აღნიშნავს, 72 წუთის განმავლობაში, რა დროშიც გიორგი მოედანზე გახლდათ, ის დიდებულად მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ "გენტმა" გასვლაზე "ეუპენი" 3:2 დაამარცხა, ჩაკვეტაძე კი 72-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი კლუბის სასარგებლოდ ანგარიში 2:1 იყო.

მიმდინარე სეზონში ქართველმა "გენტის" ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქამდე 3 შეხვედრაში ის მოედანზე 90 წუთს ატარებდა.

გიორგიმ ასევე ითამაშა ორივე შეხვედრა ევროპის ლიგაზე "იაგელონიას" წინააღმდეგ.

აქვე გეტყვით, რომ "გენტი" მომდევნო შეხვედრას სწორედ
ევროპის ლიგაზე გამართავს, სადაც პლეი-ოფში, 23 აგვისტოს, "ბორდოს" მიიღებს.

Sportall.Ge

altგიორგი ჩაკვეტაძის მომენტები "იაგელონიასთან" შეხვედრაში [VIDEO]

alt"გენტი" ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე დამარცხდა, ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

altგიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი ფინტები და ფეხებს შორის გატარებული ბურთები "სტრასბურგთან" მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტულმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ბორდო არის ქალაქი საფრანგეთშ, რომლის გუნდს ჰქვია სახელი "ჟირონდა" და არა პირიქით. ეს იგივეა, რომ დაწერო - დინამოს "თბილისი".
მიშა აბაიშვილი
10:24 21-08-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული