აკაკი გოგიამ სანტ პაულის გოლი გაუტანა და "უნიონს" მეორე ბუნდესლიგაში გალიდერებაში დაეხმარა

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-3 ტურში "უნიონმა" სახლში 4:1 დაამარცხა "სანტ პაული" და ამ მატჩში სტუმართა კარი 26 წლის ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ დალაშქრა.

ამ შეხვედრამდე "სანტ პაულის" ორივე თამაში მოგებული ჰქონდა და მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია - 22 012-იან სტადიონზე ანშლაგი იყო და "უნიონმა" არ გააწბილა თავისი ერთგული გულშემატკივრები.

გოგია ძირითად შემადგენლობაში იყო, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ანგარიში 2:0 გახადა და 71-ე წუთზე შეცვალეს.

დედაქალაქური გუნდი 7 ქულით გალიდერდა და 2 სექტემბერს გასვლაზე "სანდჰაუზენს" ხვდება.

გოგია სტაბილურად თამაშობს სასტარტო შემადგენლობაში და
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა.

alt"კიკერის" ვერსიით, აკაკი გოგია II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ფერი აქვს
გოგა
10:10 27-08-2018
0
ამ ბიჭს რით ვერ აღირსეს მოქალაქეობა :)
Tbiliseli
18:58 26-08-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული