გიორგი ქვილითაია: ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლოკერენთან" გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ კომენტარი "გენტის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბელგიური კლუბის ფორმა პირველად მოირგო და მას დებიუტი ჰქონდა.

"ეს არ არის მხოლოდ გოლი. ეს არის 3-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი.

მინდა, ფიზიოთერაპევტებს და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო. ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი ყველას მიუძღვის.

20 მაისს გამიკეთეს ოპერაცია და მითხრეს, რომ 4 თვე გამიცდებოდა, თუმცა 3 თვეში დავბრუნდი. ექიმებს ყოველთვის ვუჯერებდი და მენტალური გამძლეობა ჩემი ძლიერი მხარეა.

იმედი მაქვს, ხალხი ჩემს შესაძლებლობებს დაიჯერებს,
რადგან ტრავმირებული ფეხბურთელი არავის მოსწონს.

"გენტისთვის" ბევრ გოლს გავიტან, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ქვილითაიამ.

alt ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე ვაისის მხარესა ვარ, ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი კარგა ხანია არ გვყოლია, არაა ადვილი ამ ბიჭებში საუკეთესონი აარჩიო, მაგარი გუნდი უნდა დაგეს წესით! წინ ლომებო, თქვენ ეს შეგიძლიათ. ქვილითაია მაგარი რომ არ ყოფილიყო, ფეხმოტე ილში 3 მილიონს ვინ გადაიხდიდა, შრომა და კიდევ შრომა, აი, რას უსვამს ხაზს, ნამდვილი პროფესიონალის სიტყვებია!
0
ფლანგებზე ნაკრებში მეშველიანი და ზამბახიძე დააყენოს ვაისმა და ყველაფერი კარგად იქნება.
ჯაბა
13:37 27-08-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული