შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება

AutoSharing Option
საიტი Luzernerzeitung.ch "ლუცერნის" სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ხიმნასტიკის" მცველი ოთარ კაკაბაძე შვეიცარიულ კლუბში გადადის.

წყარო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ვაკო გვილიას გუნდი მარჯვენა მცველს ეძებს და 23 წლის ქართველიც მთავარი კანდიდატურაა.

საიტი კაკაბაძის ყოფილ კლუბებზე წერს და ამბობს, რომ "ლუცერნს" მისი ყიდვა დაახლოებით, 0,5 მილიონი ევრო დაუჯდება.

გუნდი ჯერ ტრანსფერს არ ადასტურებს, თუმცა Luzernerzeitung.ch-ს თქმით, ოთარი უახლოეს დღეებში ჩავა შვეიცარიაში და შესაძლოა, 2 სექტემბერს "გრასჰოპერსთან" საშინაო შეხვედრაშიც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს
იხურება.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მცველი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

რაც შეეხება "ლუცერნს", მოგეხსენებათ, აღნიშნულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი, ვაკო გვილია უკვე ასპარეზობს.

altოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან

altჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა

მკითხველის კომენტარები / 6 /
არა ძმებო ეს სწორი გადაწყვეტილებაა...სად მეორე ლიგიდან დიდ გუნდში და სად უმაღლესი ლიგიდან გადასვლა.... და თან შვეიცარია ევროპის ცენტრი...წარმატებები...
ედუარდ ზარანდია
17:36 28-08-2018
4
ბაზელს ან იანგ ბოიზს როშემოეთავაზა უნდა წასულიყო მაგრამ ლუცერნში არა ))
უკეთესიმსახურებს!!!
13:35 28-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული