4-4-2.Com: ოთარ კაკაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და "ლუცერნი" მას მალე წარადგენს

AutoSharing Option
4-4-2.com-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავიდა.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.

ის უკვე შვეიცარიაში იმყოფება, სადაც კლუბის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ ვაკო გვილიას შეხვდა.

4-4-2.com-ი ასევე იუწყება, რომ "ლუცერნი" ტრანსფერს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, კაკაბაძის დებიუტი კი ახალ კლუბში სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შედგება.

"ლუცერნი" შვეიცარიის ჩემპიონატში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

altშვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 19 /
ალბათ ატეხილი აჟიოტაჟი მის ირგვლივ ჩვენებური ჟურნალისტების მიერ იყო შეთხზული ,,როგორც იციან ხოლმე,, თითქოს ლალიგის გუნდებს სურდათ შეძენა, თორემ ეპანეთიდან შვეიცარიაში გადაბარგება, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია ეს პატარა ბავშმაც იცის.
0
ერთადერთი ახსნა ალბათ ამ ნაბიჯს აქვს ის რომ ხიმნასტიკს უნდოდა ოთარის გაყიდვა (ფულის შოვნა). თუ არ გაიყიდებოდა, გაამწარებდნენ და არც ძირითადში აღარ დააყენებდნენ. სხვა ახსნა მე ვერ მოვუძებნე. რატომ უნდა გადახვიდე ხიმნასტიკიდან (თუნდაც ესპანეთის 2 დივიზიონი იყოს) ლუცერნში, ლოგიკა არაა. ერთადერთი თემა ისაა რომ შვეიცარიაში იცხოვრებს:) ეგ თუ ჰქონდა მიზნად, მაშინ ზუსტად გაურტყია ლუცერნის ვარიანტი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული