წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამ ნახევარი მილიონი ევრო შეადგინა.
ის უკვე შვეიცარიაში იმყოფება, სადაც კლუბის კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ ვაკო გვილიას შეხვდა.
4-4-2.com-ი ასევე იუწყება, რომ "ლუცერნი" ტრანსფერს მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, კაკაბაძის დებიუტი კი ახალ კლუბში სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შედგება.
"ლუცერნი" შვეიცარიის ჩემპიონატში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება