გურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ინსტაგრამით კრიტიკოსებს პასუხი გასცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!

ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი.

არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ.

იმ გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგას, დიდი მადლობა და ბოდიში. მიყვარხართ".

შეგახსენებთ, კაშია ლგბტ-ს მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთების გამო გააკრიტიკეს. უეფამ
გურამი Equal Game-ის პრიზის პირველ მფლობელად დაასახელა.

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

alt"სან ხოსეს" ფეხბურთელი: გურამ კაშია არის კლდე, რომელიც ჩვენს უკანა ხაზს იცავს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
აღიარე შეცდომა და მოუხადე ბოდიში დენ მრწამსს და ქვეყანას თუ აფასებ მას და პირველ ადგილზე დგას ეს ორი რამ შენ ცხოვრებაში და პეინციპებში თუ რადა გასაგებია ყველაფერი მაშინ ჩვენ შენ არ გვჭირდები.
T.q
30 აგვისტო 2018 11:56
0
გურამ კაშია გასაგებია საითკენ არი და იმედია საქართველოში ყოველთვის უმცირესობაში იქნებიან.
პაატა
29 აგვისტო 2018 15:15
7
იმედი მაქვს კაშიასნაირი ბევრია საქართელოში, თუ არადა ცუდად გვქონია საქმე. ბევრი ამას ვერ გაიგებს!
ლევანი
29 აგვისტო 2018 19:54
4
თუ სხვის აზრს არ ითვალისწინებ, სოციალური გვერდი რატომ გააუქმე? ესეიგი მაინც ითვალისწინებ ხომ? ხოოდა თუ ხარ ქართველი და მითუმეტეს წერ რელიგიური ვარო! შეცდომა ნებისმიერ ჩვენთაგანს მოგვსვლია, მაგრამ იმ შეცდომის აღიარება ბევრსაც არ შეუძლია, არადა შენთვის ამ შეცდომის აღიარება და შენი საქციელის გამო ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა დავიჯერო შენთვის შეუძლებელია?
PREDATOR
29 აგვისტო 2018 13:40
3
გონებას რომ სათანადოდ არ იყენებს გურამ კაშიას მაკრიტიკებელთა უმრავლესობა, მაგის გამოძახილია ეს სიძულვილის ენა. სწორედ გაუცნობიერებელ ბრაზს და ფარულ ჰომოსექსუალიზმს უფრო ადასტურებს თავგამოდებული წინააღმდეგობა განსხვავებული სექსუალური გემოვნების ხალხის მიმართ, ვიდრე რაიმე კაცურს ან ადამიანურს
avicena
29 აგვისტო 2018 11:14
11
ექიმს გაესინჯე, სანამ მაგ ვადაგასული და დრომოჭმული აზრით, კიდევ უფრო მძიმედ არ მოიწამლე. და რაც არიცი წესიერად, იმაზე ნუ წერ კომენტარს ჯობია.
:(:(:(
29 აგვისტო 2018 13:36
4
მისი რელიგიურობიდან რაღა რჩება?ალბათ ეგეც სიტყვის მასალაა.
სოსო
29 აგვისტო 2018 12:17
0
ფეხბურთელის საქმე არის ფეხბურთი დაჟე პრესკონფერენციაზეც არ შეიძლება ბევრი ლაპარაკი ფეხბურთელისთვის
Jora
29 აგვისტო 2018 09:45
0
tu arasworia dzaladoba mxardacheraa swori? me piriqit mgonia..
123 321
29 აგვისტო 2018 08:35
1
ვამაყობთ გურამ ❤️❤️❤️❤️ #გურამშენთანვართ
hdfbh
29 აგვისტო 2018 07:17
15
ფიფა, უეფა და მათი ლაქია სფფ,
აი ამ მარაზმის ორგანიზატორები.
ეს ამათი პროექტია და 30 სექტ.
დაჯილდოვებით და საზეიმოდ
მიღებით არ დამთავრდება.
უარის მთქმელი ამ "ჯილდოზე"
როგორც ეტყობა არ არის და "გმირის"
მანტიით ნაკრებში გამოცხადდება და
ჩვენც მისი ცოდვის თანაზიარს გვხდის.
შვილო მე ჩემი პირადი ცოდვები მეყოფა შენ რომ არ დამიმატო.
მოინანიე რაც აქამდე ჩაიდინე და
უარი თქვი ჯილდოს მიღებაზე, ეს
იქნება კაცური საქციელი.
წინააღმდეგ შემთხვევაში მეცოდება
ფიფა,უეფა,სფფ და შენ ყველაზე
მეტად.

ვეტერანი
29 აგვისტო 2018 06:40
4
Saertod rom ambobs saqartveloo rato aviwkdena rom saqartvelo da qartvelebis umravlesobas zalian negatiuri midgoma aqvs am sakitxis mimart amitom magis gauazrebeli saqcieli miugebelia umravlesobistvis saqartvelo aris xalxi da erti adgilis tamashi sporti araaa tu rame gauketebia qveknistvis titon unda daafasos pirvel rigshi mere kidev arc qvekana ar darchenila valshi nakrebis wevrobit miagwia da gamochnda msoflio fexburtis arenaze ase rom wknarad ikos da amdeni xalxis upativcemulobistvis bodishi moixados
Gio
29 აგვისტო 2018 04:18
2
კაშია ყოველთვის , რაღაც ამაღლებული ადამიანი მეგონა, ცოტა მკაცრი პიროვნება, მართალი სიტყვა პასუხი რო მოუდის პირიდან, მაგრამ პირველად რო გაიკეკლუცა და აცანცარდა, ეგრევე მივხვდი ამას ვერ ქონდა დალაგებული მთლიანად ყველაფერი , ნუ ეგეთია და რა ქნას... შეეშვით!!!! ისე კარგი ფეხბურთელია, ჭირდება ნაკრებს ნამდვილად... (და თუ წავა ნაკრებიდან ნაღდად არ დამწყდება გული ამ ადამიანზე)... ( ამ კომენტარის გამოქვეყნების შანსი , რომ არ არის უკვე ვხვდები...
Vasili
29 აგვისტო 2018 02:44
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული