"სან ხოსეს" ფეხბურთელი: გურამ კაშია არის კლდე, რომელიც ჩვენს უკანა ხაზს იცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას შესახებ მისმა თანაგუნდელმა, პანამელმა ნახევარმცველმა ანიბალ გოდოიმ ისაუბრა.

"გურამი არის კლდე, რომელიც ჩვენს უკანა ხაზს იცავს. ის ასევე კარგად ეხმარება ნახევარდაცვას და ამ როლსაც კარგად ირგებს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვეძლო "დალასთან" უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით.

კაშიამ ჩვენს დაცვაში სტაბილურობა დაამყარა. აშკარაა, რომ მას ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს", - ამბობს გოდოი.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, MLS-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ვაკო ყაზაიშვილი კი საერთოდ MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელიც
გახდა.

altგურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში

alt ვაკო ყაზაიშვილის MLS-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული