Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
admin sabavshvo bagsho tu gindat mushaoba wadit bizia ik, tu arada nu blokavt xalsx!!!
სანდრო
30 აგვისტო 2018 00:20
0
ის ადამიანები ვისაც გეიდ ყოფნა ადამიანის არასწორი არჩევანი გონია და არა თანდაყოლილი ბიოლოგიური დეფექტი იმდენად გაუნათლებელია პირადად ჩემ თვალში რომ მის აზრს საერთოდ არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა.
ხალხო გეი არის ადამიანი რომელსაც დაბადებდე დაერღვა ჰორმონები და მაგიტომ არის გეი, რა არის ამაში გაუგებარი, სკოლაში ანატომია არ გისწავლიათ?.. ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვდევნით იმის გამო რომ ვიღაც ცაციაა და უმცირესობაშია?.. ესეც იგივე ჰორმონალური ცვალებადობაა.
კაშიამ ჰომოსექსუალების პროპაგანდა კი არ გააკეთა, ამით ჟესტით თქვა რომ ნუ ვიძლადებთო, საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ეს წესით ძნელი გასაგები არ უნდა იყოს... პროპაგანდას თქვენთვითონ აკეთებთ როცა ამდენს ლაპარაკობთ ამ თემაზე.
ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრისგან პატივისცემა გურამ კაშიას!!!
123123
29 აგვისტო 2018 18:07
24
გურამ გენაცვალე დაანებე თავი მაგ თემას თამაშები ახლოვდება და იმაზე იფიქრე რო წავაგოთ შენ დაგბრალდება ერთი კვირით ადრე მაგ თემაზე ლაპარაკობ კიდე?
samtredski
29 აგვისტო 2018 18:40
10
სამწუხაროდ საქართველოში ბევრს(გაუნათლებლობის გამო) მართლაც გულწრფელად ეშინია გეი ვირუს.ბევრმა ბინძურმა პოლიტიკოსმა კი იცის, ეს არავითარი დაავადება არ არის, მარა ცდილობენ უგუნურობაზე ხელი მოითბონ და კაშიას რაღაც ბინძურ პოლიტიკურ დემარშებს უწყობენ. ყველაფერი ეს რუსეთიდან შემოგდებული თემაა,ვითომ გეი ევროპა-ამერიკის შესაძულებლად.უამრავი შემთხვევაა საქართველოში ამ უმცირესობის ჩაგვრის, დახოცვა-დასახიჩრების! ეს უნდა იცოდეთ და ყური არ უნდა აარიდოთ. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იბადებიან, მათი რაოდენობა საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელია, მხოლოდ სადაც არ ავიწროებენ(განვითარებულ ქვეყნებში) ისინი იქ უფრო ჩანან. ამიტომაც კაშიას საქციელიც არის მისაღები და მისასალმებელი!
ზურა17
29 აგვისტო 2018 13:42
23
სამწუხაროა, რომ მედიას (მათ შორის დასავლურ მედიას) ახასიათებს ეგზოტიკურად წარმოაჩინოს ნებისმიერი საკითხი. თუნდაც ამ შემთხვევაში, ისეა გაშუქებული, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდა კაშიას ნაკრებიდან წასვლას, როცა სინამდვილეში რამდენიმე ათეული კარგად ორგანიზებული, ცოტა უსაქმური და აზროვნებასთან მწყრალად მყოფი, ადამიანი ითხოვდა ამას. ხოლო გულშემატკივრების დიდი ნაწილი უდიდესი პატივისცემითაა გამსჭვალული გურამის მიმართ.
გუგა
29 აგვისტო 2018 13:35
21
საზოგადობეის და ჟურნალისტების ბრალია. ჟურნალისტები აპიარებენ ყველაერს. პრესა რომარა ხალხი ვერც გაიგებდა ვინ ვის უჭერს მხარს. გურა კაშიამ მისი აზრი დააფიქსირა. მეც არმომწონს მაგრამ სიტყვის თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ. საქართველოს მოსახლეობას კი მხოლოდ ჯურნალისტები აბოლებენ და უტრიალებენ ტვინს
ramaz iremadze
29 აგვისტო 2018 12:32
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული