Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვისაც რა უნდა იმას გაიკეთებს და დაიხურავს თავზე და ისე ივლის, სხვების ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას და ჭორაობას გირჩევნიათ საკუთარს მიხედოთ, საქმიანი და შემდგარი კაცი დღეში 24 საათი არ იჯდებოდა კომპიუტერთან. ქართველობა კიდევ ჩემო უწიგნურო პარფიუმერო, სუსტის და მცირეს დაჩაგვრას და არც ნიშნავდა, არც ნიშნავს და ვერც ვერასდროს ენიშნება, იმიტომ რომ ქართველობა უფრო მეტია ვიდრე ბესეტკაში ნასესხებ პივაზე "მოქეიფე" ძველი ბიჭის ხედვა
icit ras getyvit
29 აგვისტო 2018 14:09
22
რაო, ნასესხები ფულით ლუდი არ გიყიდია და ბესეტკაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთზე არ გისაუბრია?! მაშინ შენ არც ლუდის გემო გცოდნია და ვერც კაცობისას გაიგებ რამეს! ეს არის ბიჯო საძრახისი საქციელი და ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა საამაყო?! ისე მენტორულად წერ თითქოს კანტის "წმინდა გონების კრიტიკის" კითხვით იძინებდე და იღვიძებდე?! ))
aburjga
29 აგვისტო 2018 15:32
5
სტატიის ავტორს მინდა უთხრა, იქნებ არ ღირდეს ეკლესიის მიმართ კდევ ერთი იერიშის მიტანა და მოძალადის კონტექსტში ხსენება, ამით ეკლესიას არაფერი დააკლდება უბრალოდ თქვენთვის არის ცუდი :( გულწრფელად ვამბობ ამას, იმედია სწორად გამიგებთ...
mdaaa
29 აგვისტო 2018 14:02
7
ეს მხარდაჭერა კი არა პროპაგანდაა უკვე გურამ ბატონო თან რომელ ქვეყანაში უჭერ მხარს ჰოლანდიაში?!
ara
29 აგვისტო 2018 14:01
5
სამწუხაროდ საქართველოში ბევრს(გაუნათლებლობის გამო) მართლაც გულწრფელად ეშინია გეი ვირუს.ბევრმა ბინძურმა პოლიტიკოსმა კი იცის, ეს არავითარი დაავადება არ არის, მარა ცდილობენ უგუნურობაზე ხელი მოითბონ და კაშიას რაღაც ბინძურ პოლიტიკურ დემარშებს უწყობენ. ყველაფერი ეს რუსეთიდან შემოგდებული თემაა,ვითომ გეი ევროპა-ამერიკის შესაძულებლად.უამრავი შემთხვევაა საქართველოში ამ უმცირესობის ჩაგვრის, დახოცვა-დასახიჩრების! ეს უნდა იცოდეთ და ყური არ უნდა აარიდოთ. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იბადებიან, მათი რაოდენობა საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელია, მხოლოდ სადაც არ ავიწროებენ(განვითარებულ ქვეყნებში) ისინი იქ უფრო ჩანან. ამიტომაც კაშიას საქციელიც არის მისაღები და მისასალმებელი!
ზურა17
29 აგვისტო 2018 13:42
23
ეტყობა ამ საიტს ლიბერალები ნაკლებად სტუმრობენ))
ლევანი
29 აგვისტო 2018 13:41
1
ვითომ ეხლა ამასაც საუკეთესო მცველის ან საუკეთესო გოლის ან ფეხბურთში რაიმე ღირებულისთვის აძლევდნენ ჯილდოს, რავი, წესით უნდა შეგრცხვეს მაგ პრიზის მიღება, ან ის მაინც თქვი, რომ შენს სამშობლოში რეალურად არავინ არავის ავიწროებს, ვინ შეუარდა ბატონო ოთახში ვინმეს, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და არა ადამიანის არჩევანი, ჩვენ მხოლოდ ამის აგიტაცია-პროპაგანდის და ქუჩაში დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოვდივართ და არავისზე არ ვძალადობთ საქართველოში, შენი საქციელი კი მიუღებელია, შენი კი არა და ჩვენი საამაყო და უამრავი სიხარულის მომტანი მოჭიდავეების არასწორი საქციელი დავგმეთ, იმიტომ რომ ენა, მამული, სარწმუნოება პირველ ადგილზე დგას და შენ ვინ ხარ მათთან შედარებით გურამ, ერთი უსუსტესი ნაკრების წევრი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში ბოლოს გამარჯვების სიხარული როდის მოგვანიჭა, ვეღარც ვიხსენებ
llcl
29 აგვისტო 2018 13:38
3
სამწუხაროა, რომ მედიას (მათ შორის დასავლურ მედიას) ახასიათებს ეგზოტიკურად წარმოაჩინოს ნებისმიერი საკითხი. თუნდაც ამ შემთხვევაში, ისეა გაშუქებული, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდა კაშიას ნაკრებიდან წასვლას, როცა სინამდვილეში რამდენიმე ათეული კარგად ორგანიზებული, ცოტა უსაქმური და აზროვნებასთან მწყრალად მყოფი, ადამიანი ითხოვდა ამას. ხოლო გულშემატკივრების დიდი ნაწილი უდიდესი პატივისცემითაა გამსჭვალული გურამის მიმართ.
გუგა
29 აგვისტო 2018 13:35
21
გურამ გრცხვენოდეს.
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:34
5
შენ უკვე მოკვდი ქართული ფეხბურთისთვის.
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:28
5
გურამ წადი!
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:26
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული