Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
სტატიაში წერია: საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა... თქვენთვის ძალიან სამწუხაროა ასე რომ ფიქრობთ ლიბელარი სოროსის აქტივისტები. ერთმა კიარა ათმა და ასმა გურამ კაშიამ რომ დაგიჭიროთ მხარი, მაინც ბნელსა და დეგრადირებულ გზაზე დგეხართ. ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს ავადმყოფობა და ასეთი ცხოვრების წესი მიუღებელია! ხოლო დაავადებაზე ვინმე გამოვიდეს და თქვას ეს კარგია, პრივილეგიაა, რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს დაავადებულიო, ბუნებრივია რომ ასე ვინც გამოვა და იტყვის ნეგატიურ განწყობას დაიმსახურებს და ამიტომაც გურამის მიმართ არის ასეთი განწყობა.
ბლოგერი
29 აგვისტო 2018 13:25
2
მართალს ამბობ
ალეკო
29 აგვისტო 2018 16:22
1
ადამიანურად მე გავუგე,რომ ყველა გუნდმა გაიკეთა და რა ექნა მეთქი,ახლა უკვე ნამეტანი არის,ვინ ჰგონია მისი თავი,შენს ქვეყანას რომ ასეთ დღეში აგდებ,ნაკრების კაპიტანი არა ეროვნული გმირი კიდევ,ნაკრებში მაგ პოზიციაზე პრობლემა ისედაც არ გვაქს,ღმერთმა ხელი მოუმართოს გაჩუმდეს მაინც,იმდენს იზამენ,რომ ნაკრების თამაშზე აღარავინ მივა,გამიხდა ესეც ბეკემბაუერი,გული გვტკივა ყველას,რას ჰგავს ეს,რისი მორწმუნე ხარ თუ ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ,კი ბატონო მასე ფიქრობ იფიქრე ვინ გიშლის,მაგრამ ნაკრები არის ქვეყნის.სახე და პირადად მე მინდა კაშიასნაირე ქვეყნის სახე,ეფერე ახლა ამას რაც.გინდა ის ქენი სულ ლიფჩიკით გადულხარ მოედანზე.
გოჩა
29 აგვისტო 2018 13:03
2
საზოგადობეის და ჟურნალისტების ბრალია. ჟურნალისტები აპიარებენ ყველაერს. პრესა რომარა ხალხი ვერც გაიგებდა ვინ ვის უჭერს მხარს. გურა კაშიამ მისი აზრი დააფიქსირა. მეც არმომწონს მაგრამ სიტყვის თავისუფლებას პატივი უნდა ვცეთ. საქართველოს მოსახლეობას კი მხოლოდ ჯურნალისტები აბოლებენ და უტრიალებენ ტვინს
ramaz iremadze
29 აგვისტო 2018 12:32
5
გამოდის რომ მთელი ეს კამპანია ჩვენთან ჰომოფობიას უპირისპირდება.
კაშიამ, ძველმა და ახალმა სფფ-მ
ჩვენ ასეთები არა ვართო, ეს ეკლესია
და ხალხია "ჩამორჩენილი" თორემ
ჩვენ ჩვენი "ავტორიტეტით" და
შესაძლებლობებით ვამრავლებთ lgbt
რიგებსო.
მადლობა თქვენ ამისათვის, თორემ
სულ თავი მოგვეჭრებოდა სამყაროში.
ჰომოფობიას ებრძოლეთ თქვენს
რიგებში, ერისათვის, თქვენ ფუტბოლმკვდარ და მშიერ ქვეყანაში 300 მილიონი ლარი გაქვთ დასაბრუნებელი და
ამას არავინ გაპატიებთ.

ვეტერანი
29 აგვისტო 2018 12:14
2
Qartuli arasamtavrobo organizaciebi (baia pataraiebi da mistana pataraiebi), romlebic umciresobebis uflebebs "icaven" zeimoben albat aseti statiebis cakitxvisas. Is transgenderi qali romelic vitomda miss seqsualuri orientaciis gamo cemit mokles, sinamdvileshi misma nacnobma piradi konfliqtis dros cema. Magram jurnalistebma es ambavi carmoachines, rogorc homofobiuri fonit chadenili... Yvela mxridan utexaven saxels sacodav saqartvelos chveni vai moqalaqeni da antiqartvelebi.
Qartveli888
29 აგვისტო 2018 12:08
2
ეჰ გურამ, გურამ... ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნაკრებშიც და მის გარეთაც... შენც მასე გგონია რომ ჰომოფებები და კაცის მაჭამელები ვართ? მიუღებელია ჩემთვის და ჩემი აზრით ყველა ნორმალური ქართველისთვის ისეთი თემების რეკლამირება და პროპაგანდა, როგორსაც შენი გაკეთებული სამკლაური ემსახურება... დაუფიქრდი კიდევ ერთხელ მაინც... ხო ქართულ ენაზე აზროვნებ ისევ? თუ ჰოლანდიურად გიტრიალებს აზრები თავში?
parfiumer
29 აგვისტო 2018 11:56
20
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული