Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეჰ გურამ, გურამ... ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნაკრებშიც და მის გარეთაც... შენც მასე გგონია რომ ჰომოფებები და კაცის მაჭამელები ვართ? მიუღებელია ჩემთვის და ჩემი აზრით ყველა ნორმალური ქართველისთვის ისეთი თემების რეკლამირება და პროპაგანდა, როგორსაც შენი გაკეთებული სამკლაური ემსახურება... დაუფიქრდი კიდევ ერთხელ მაინც... ხო ქართულ ენაზე აზროვნებ ისევ? თუ ჰოლანდიურად გიტრიალებს აზრები თავში?
parfiumer
29 აგვისტო 2018 11:56
20
ფეხბურთი და ზოგადად სპორტი არის ქვეყნის წარმოჩენის სახე და შენ როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გქვია ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ისე მოიქცე როგორც კაპიტანს ეკადრება, შენგან მაგალითს იღებს მომავალი თაობა
gurams
29 აგვისტო 2018 15:50
12
ხოდა ზუსტად მასე მოიქცა ეს მართლა კაცური კაცი ;)
მიჩინიო
29 აგვისტო 2018 21:05
9
სტატიის ავტორს მინდა უთხრა, იქნებ არ ღირდეს ეკლესიის მიმართ კდევ ერთი იერიშის მიტანა და მოძალადის კონტექსტში ხსენება, ამით ეკლესიას არაფერი დააკლდება უბრალოდ თქვენთვის არის ცუდი :( გულწრფელად ვამბობ ამას, იმედია სწორად გამიგებთ...
mdaaa
29 აგვისტო 2018 14:02
7
დარწმუნებული ვარ გურამ კაშია კარგი კაცია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ საკითხში ძალიან ეშლება! თანაც რა ჯიუტი ყოფილა?! ჩვენ გვწყინს მისი ასეთი პოზიცია ამ ლგბტ-ს დაცვაზე თავის გამოდება! კაცი ელემენტარულად ვერ ხვდება რა სირცხვილში იგდებს თავს! წადი გურამ იმ მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცავი, რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტე! კიდევ ათასი სხვა ღირსეული საქმე არსებობს თუ თავის გამოჩენა გინდა!
aburjga
29 აგვისტო 2018 15:27
7
ვითომ ეხლა ამასაც საუკეთესო მცველის ან საუკეთესო გოლის ან ფეხბურთში რაიმე ღირებულისთვის აძლევდნენ ჯილდოს, რავი, წესით უნდა შეგრცხვეს მაგ პრიზის მიღება, ან ის მაინც თქვი, რომ შენს სამშობლოში რეალურად არავინ არავის ავიწროებს, ვინ შეუარდა ბატონო ოთახში ვინმეს, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და არა ადამიანის არჩევანი, ჩვენ მხოლოდ ამის აგიტაცია-პროპაგანდის და ქუჩაში დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოვდივართ და არავისზე არ ვძალადობთ საქართველოში, შენი საქციელი კი მიუღებელია, შენი კი არა და ჩვენი საამაყო და უამრავი სიხარულის მომტანი მოჭიდავეების არასწორი საქციელი დავგმეთ, იმიტომ რომ ენა, მამული, სარწმუნოება პირველ ადგილზე დგას და შენ ვინ ხარ მათთან შედარებით გურამ, ერთი უსუსტესი ნაკრების წევრი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში ბოლოს გამარჯვების სიხარული როდის მოგვანიჭა, ვეღარც ვიხსენებ
llcl
29 აგვისტო 2018 13:38
3
გურამ გრცხვენოდეს.
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:34
5
გათვითცნობიერებული თუ აქვს ვის გამოუცხადა სოლიდარობა. ქართველი კაცისგან მაგათი მხარდაჭერა ორმაგად სასირცხვილო და ამაზრზენია. ძალიან მაინტერესებს რას გრძნობდა როცა ჯილდო გადასცეს, ვინ იცის სიამაყითაც იყო აღვსილი. 20 წლის ხორვატ ფეხბურთელს უფრო მეტი ვაჟკაცობა აღმოაჩნდა და უარი განაცხადა სამკლაურის გაკეთებაზე, სანაცვლოდ პატივისცემა დაიმსახურა თავისი ხალხის მხრიდან. კაშიას კი გეებმა უკრან ტაში
David
29 აგვისტო 2018 15:41
6
შენ უკვე მოკვდი ქართული ფეხბურთისთვის.
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:28
5
გურამ წადი!
fsiqologi
29 აგვისტო 2018 13:26
5
ეს მხარდაჭერა კი არა პროპაგანდაა უკვე გურამ ბატონო თან რომელ ქვეყანაში უჭერ მხარს ჰოლანდიაში?!
ara
29 აგვისტო 2018 14:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული