"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.
აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.
მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.
ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.
რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.
მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.
გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.
მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.
ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.
მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.
ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.
გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.
მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.
ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.
გურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა
ხალხო გეი არის ადამიანი რომელსაც დაბადებდე დაერღვა ჰორმონები და მაგიტომ არის გეი, რა არის ამაში გაუგებარი, სკოლაში ანატომია არ გისწავლიათ?.. ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვდევნით იმის გამო რომ ვიღაც ცაციაა და უმცირესობაშია?.. ესეც იგივე ჰორმონალური ცვალებადობაა.
კაშიამ ჰომოსექსუალების პროპაგანდა კი არ გააკეთა, ამით ჟესტით თქვა რომ ნუ ვიძლადებთო, საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ეს წესით ძნელი გასაგები არ უნდა იყოს... პროპაგანდას თქვენთვითონ აკეთებთ როცა ამდენს ლაპარაკობთ ამ თემაზე.
ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრისგან პატივისცემა გურამ კაშიას!!!
იმ დანარჩენი კაპიტნების ქვეყანაში მოხდა რამე უბედურება, ვინც გურამის მსგავსად ფერადი სამკლავური მოირგეს ? არც არაფერი, იმიტომ რომ საზოგადოებამ ადეკვატურად მიიღო ყოველივე ეს.
ან რა გგონიათ, 17 მაისს თუ 50-ოდე ლგბტ-ის წარმომადგენელი რამე აქციას გამართავს ქვეყანა დაიქცევა ? არა ბატონო არა, მაგ აქციის მნიშვნელობას ის უამრავი "ბნელი" ზრდის, ვითომ მათ წინააღმდეგ რომ გამოდიან ))))
ასე რომ, იქნებ ჯერ "ბრძოლის" ფორმები დაგეხვეწათ და მერე გეყვირათ, თქვე მართლა პროპაგანდისტებო )))))))