Taz.de: ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველ გურამ კაშიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გერმანული საიტი Taz.de საკმაოდ ვრცელი სტატიით ეხმაურება, რომლის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

"30 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება.

აღნიშნული კამპანიით, Uefa-ს მრავალფეროვნების, ჩართულობის, პატივისცემისა და თანასწორობის ხელშეწყობა სურს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამმა ეს ჯილდო დაიმსახურა და ის ნამდვილად გაბედული ადამიანია.

მიუხედავად იმისა, რომ კაშიას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მან თავის პრინციპებს მაინც არ უღალატა, რაც ჩეფერინის აზრით, ნამდვილ
სიმტკიცეზე მიუთითებს.

ყველაფერი კი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც არნემის "ვიტესის" კაპიტანი მოედანზე LGBT-ფერებიანი სამკლავურით გამოვიდა.

ეს იყო სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის ერთ-ერთი ნიშანი.

რეაქციამ არ დააყოვნა და მისი მოკვეთა საქართველოში ეროვნული ნაკრებიდან მოითხოვეს. გულშემატკივრებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

მის ნაკრებიდან მოკვეთას პრესაც მოითხოვდა. მაგალითად, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური წერდა, რომ გურამს ეროვნული ნაკრების რიგები უნდა დაეტოვებინა.

გურამს თავს ანალოგიური დაატყდა, როდესაც Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. მის Facebook-გვერდზე ფანებმა ნამდვილი იერიში მიიტანეს და უწერდნენ, რომ მისი საქართველოს ნაკრებში ხილვა აღარ სურდათ.

მოვლენებს სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი დომენტი სიჭინავაც გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"გურამ, ჩემთვის შენ ყოველთვის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იქნები. უკვე ბევრჯერ თქვი, რომ საქართველოსთვის თამაში შენთვის დიდი პატივია.

ვამაყობ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, შენთან ერთად მუშაობა მომიწია", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც Uefa-მ განაცხადა, რომ პრიზს კაშიაც მიიღებდა, კომენტარი თავად გურამმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ის თანასწორობისა და თანაბარი უფლებების დამცველი ყოველთვის იქნება.

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია, რის გამოც კაშიას მიმართ ასეთი აგრესია გასაკვირი არაა.

გასული წლის ივნისსა და ივლისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ თბილისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევდა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი იყო.

მხოლოდ 2017 წელს საქართველოში გეებისა და ლესბოსელების მიმართ 30 ძალადობრივი თავდასხმა მოხდა. ოქტომბერში კი ტრანსგენდერი ქალი სერიოზული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ხელშემწყობი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გახდა, რომელმაც 17 მაისს აქციაც გამართა.

ამავე დროს, LGBT პირების აქციაც მიმდინარეობდა, რომლის ორგანიზატორებმაც განაცხადეს, რომ შეტაკების რისკი ძალიან მაღალი იყო.

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 33 /
admin sabavshvo bagsho tu gindat mushaoba wadit bizia ik, tu arada nu blokavt xalsx!!!
სანდრო
30 აგვისტო 2018 00:20
0
არ გაეკეთებინა და მერე სხვანაირად მოგვაწვებოდა ევროლიბერალების არმია, ისე ხანდახან მგონია გურამი არაფერშუაშია მაგრა გაუჩალიჩეს და იცოდნენ ამას რაც მოყვებოდა
Eee ar icis?
29 აგვისტო 2018 18:56
8
გურამ გენაცვალე დაანებე თავი მაგ თემას თამაშები ახლოვდება და იმაზე იფიქრე რო წავაგოთ შენ დაგბრალდება ერთი კვირით ადრე მაგ თემაზე ლაპარაკობ კიდე?
samtredski
29 აგვისტო 2018 18:40
10
ის ადამიანები ვისაც გეიდ ყოფნა ადამიანის არასწორი არჩევანი გონია და არა თანდაყოლილი ბიოლოგიური დეფექტი იმდენად გაუნათლებელია პირადად ჩემ თვალში რომ მის აზრს საერთოდ არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა.
ხალხო გეი არის ადამიანი რომელსაც დაბადებდე დაერღვა ჰორმონები და მაგიტომ არის გეი, რა არის ამაში გაუგებარი, სკოლაში ანატომია არ გისწავლიათ?.. ჩვენ ერთმანეთს ხომ არ ვდევნით იმის გამო რომ ვიღაც ცაციაა და უმცირესობაშია?.. ესეც იგივე ჰორმონალური ცვალებადობაა.
კაშიამ ჰომოსექსუალების პროპაგანდა კი არ გააკეთა, ამით ჟესტით თქვა რომ ნუ ვიძლადებთო, საღად მოაზროვნე საზოგადოებაში ეს წესით ძნელი გასაგები არ უნდა იყოს... პროპაგანდას თქვენთვითონ აკეთებთ როცა ამდენს ლაპარაკობთ ამ თემაზე.
ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრისგან პატივისცემა გურამ კაშიას!!!
123123
29 აგვისტო 2018 18:07
24
ყველაზე ღადაობა იცით რა არის? არც ეკლესია და არც არცერთი ნორმალური ადამიანი არ მოუწოდებს საზოგადოებას რომ ლგბტ პირები განვდევნოთ ძალადობით და დავასახიჩროთო... 17 მაისის ალტერნატიული ოჯახის სიწმინდის დღეც საერთოდ არ გულისხმობს რომ მეორე აქცია დაარბიოს ვინმემ და აგრესია გამოხატოს... სარწმუნოება (ყველა სარწმუნოება) ქადაგებს სიყვარულს და პატივისცემას... თქვენ კიდევ სიძულვილით ხართ შეპყრობილები... არავინ ამბობს არც ევროპა და არც ამერიკა და არც სოროსი რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები ბევრნი უნდა იყვნენ და როგორმე შევუწყოტ ხელიო... თქვენ თვითონ უწყობთ ხელს ამხელა აჟიოტაჟის ატეხვას... იძახით არავინ უშლის ხელსო და ქვას და ათას უარაღს ესვრით და თავიანთთვის ცხოვრებას უშლით... კაშიაც ძალიან სწორად უჭერს მხარს თანასწორობას და პატივისცემას და ძალიან ვამაყობ მე და ძალიან ბევრი რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქცეყნის ეროვნულო ნაკრების კაპიტანმა ეს პოზიცია ასე მყარად დაიჭირა... და მოგიწოდებთ თუ არ მოგწონთ ვინმეს, აგრესია მაინც შეინახეთ თქვენთვის... რელიგიას ამით არავინ უარყოფს, პირიქით მის უპორველეს პრინციპს, ურთიერთპატივისცემას და "გიყვარდეს მოყვასი შენი" იცავს... ბიბლიაში უამრავ ცოდვაზეა საუბარი მათ შორის მამათმავლობაზე და კიდევ ძალიან ბევრზე... ქურდობაც ანალოგიურად ცოდვაა და ქურდებს და ყაჩაღებს იგივენაერად ქვებს სახალხოდ რატომ არ ესვრით... მითუმერეს როცა მათ შეუძლიათ რეალურად შეუქმნან საფრთხე უდანაშაულო მოქალაქეებს??? ცოტა აზრზე მოდით და ეს აჟიოტაჟი ღავისით ჩაცხრება...
რა მაფიაა?
29 აგვისტო 2018 15:55
16
გეთანხმები, ეს არის შემოგდებული თემა, რათა საქართველო წარმოჩნდეს გაუნათლებელი, აგრესიული, ბნელი ხალხის ქბეყნად' ბოდიში თუ ვინმემ თავი ამოიცნო.
ბნელ.
29 აგვისტო 2018 16:23
15
გასაგებია რომ ქურდობა, ყაჩაღობა, მამათმავლობა და მკვლელობა ცოდვაა, მაგრამ ამის გამო არცერთს ქვები არუნდა დავუშინოთ და არუნდა ჩავქოლოთ ლინჩის წესით, მაგრამ ამათი რეკლამირება, პიარი და მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდი შეცდომა და ცოდვაა, აბა ერთი თქვი, რაში და რატომ იმსახურებს მკვლელი, ყაჩაღი ქურდი და მამათმავალი პიარს რეკლამირებას, წახალისებას და მითუმეტეს პრივილეგიებს?
moqalaqe
29 აგვისტო 2018 16:22
1
ფეხბურთი და ზოგადად სპორტი არის ქვეყნის წარმოჩენის სახე და შენ როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გქვია ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ისე მოიქცე როგორც კაპიტანს ეკადრება, შენგან მაგალითს იღებს მომავალი თაობა
gurams
29 აგვისტო 2018 15:50
12
ხოდა ზუსტად მასე მოიქცა ეს მართლა კაცური კაცი ;)
მიჩინიო
29 აგვისტო 2018 21:05
9
კაშიას მოწინააღმდეგეები თავიანთ კომენტარებში სიტყვა "პროპაგანდას" უამრავჯერ ახსენებენ და იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ამ პროპაგანდის შემოქმედნი თავად არიან.
იმ დანარჩენი კაპიტნების ქვეყანაში მოხდა რამე უბედურება, ვინც გურამის მსგავსად ფერადი სამკლავური მოირგეს ? არც არაფერი, იმიტომ რომ საზოგადოებამ ადეკვატურად მიიღო ყოველივე ეს.
ან რა გგონიათ, 17 მაისს თუ 50-ოდე ლგბტ-ის წარმომადგენელი რამე აქციას გამართავს ქვეყანა დაიქცევა ? არა ბატონო არა, მაგ აქციის მნიშვნელობას ის უამრავი "ბნელი" ზრდის, ვითომ მათ წინააღმდეგ რომ გამოდიან ))))
ასე რომ, იქნებ ჯერ "ბრძოლის" ფორმები დაგეხვეწათ და მერე გეყვირათ, თქვე მართლა პროპაგანდისტებო )))))))
korben dallas
29 აგვისტო 2018 15:45
24
რუსთაველზე რა აქცია უნდა გამართოს 50 მა ლგბტ-ს წამოიმადგენელმა ?! რასთან დაკავშირებით?!
aburjga
29 აგვისტო 2018 20:42
1
შენ ეტყობა ძალიან გაგეხარდა კაშიასგან მხარდაჭერა
moqalaqe
29 აგვისტო 2018 16:26
3
გათვითცნობიერებული თუ აქვს ვის გამოუცხადა სოლიდარობა. ქართველი კაცისგან მაგათი მხარდაჭერა ორმაგად სასირცხვილო და ამაზრზენია. ძალიან მაინტერესებს რას გრძნობდა როცა ჯილდო გადასცეს, ვინ იცის სიამაყითაც იყო აღვსილი. 20 წლის ხორვატ ფეხბურთელს უფრო მეტი ვაჟკაცობა აღმოაჩნდა და უარი განაცხადა სამკლაურის გაკეთებაზე, სანაცვლოდ პატივისცემა დაიმსახურა თავისი ხალხის მხრიდან. კაშიას კი გეებმა უკრან ტაში
David
29 აგვისტო 2018 15:41
6
დარწმუნებული ვარ გურამ კაშია კარგი კაცია, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ საკითხში ძალიან ეშლება! თანაც რა ჯიუტი ყოფილა?! ჩვენ გვწყინს მისი ასეთი პოზიცია ამ ლგბტ-ს დაცვაზე თავის გამოდება! კაცი ელემენტარულად ვერ ხვდება რა სირცხვილში იგდებს თავს! წადი გურამ იმ მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცავი, რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტე! კიდევ ათასი სხვა ღირსეული საქმე არსებობს თუ თავის გამოჩენა გინდა!
aburjga
29 აგვისტო 2018 15:27
7
ეკლესიაზე იერიშის მიტანის მთავარი მიზეზები თავად სამღვდელოებაა თავის მხედრიონელ მღვდლებით და სამეგრელოს ამაოხრებელ შევარდნაძე იოსელიანზე მოფერებით ხელის გადამსმელი პატრიარქით
ბაჩი
29 აგვისტო 2018 15:22
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული