აშშ-ში მცხოვრები ქართველები "სან ხოსეს" შეხვედრას დაესწრნენ და გურამ კაშია გაამხნევეს [PHOTO]

AutoSharing Option
"სან ხოსესა" და "დალასის" შეხვედრას აშშ-ში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია გაამხნევეს.

ამის შესახებ მუსიკოს ზაზა კორინთელის (ზუმბას) სოციალური ქსელის გვერდიდან ვიგებთ, რომელიც აღნიშნულის შესახებ ფოტოებს აქვეყნებს.

"გურამ, შენთან ვართ", - წერია ქართველების მიერ გამოტანილ ბანერზე.

სტადიონზე მყოფი ასევე ერთ-ერთი ჩვენებურის, გიგა ქართველის კომენტარი "პირველმა არხმა" გამოაქვეყნა.

"სან-ხოსეს საშინაო თამაშზე ვიყავით დღეს, სპეციალური ბანერით. იქნებ როგორმე გადავწონოთ ეს შეურაცხმყოფელი აურა. ძალიან გაუხარდა კაშოს და დიდი მადლობა გადაგვიხადა", - განაცხადა გიგა ქართველმა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "სან ხოსემ" "დალასი"
4:3 დაამარცხა, დუბლი და საგოლე გადაცემა კი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა.

altვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

altmercurynews: გურამ კაშიას LGBT-ფერებიანმა სამკლავურმა საფეხბურთო ბუნტი გამოიწვია

altსფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
vai tkvens patrons, ras ucherta mxars, vis uchert mxars, sul gaaprinet kartvelebma amerikashic da sakartveloshic!!!!!
სანდრო
00:00 31-08-2018
3
ჯიგრები ხართ
კახა ქირია
13:58 30-08-2018
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული