ტრნავას "სპარტაკი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი იცავს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და "ოლიმპიასთან" გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
სლოვაკურმა გუნდმა პირველ მატჩში ლიუბლიანაში 2:0 დაამარცხა "ოლიმპია" და ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა ჭანტურიშვილმა. მისი განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ თამაშის დღეს გადაწყდა. გუნდის მწვრთნელმა რადოსლავ ლატეკმა განაცხადა, რომ ვახო მათი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ.
ელოდნენ და დაბრუნდა კიდეც. საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა, ვახტანგი ძირითად
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ პირთამდე სავსე 19 200-იან "სიტი არენაზე" ზეიმი გაიმართა. კლუბის პრეზიდენტი ფანებთან მივიდა და მადლობა გადაუხადა, ფეხბურთელები დიდხანს ხარობდნენ გამარჯვებას მოედანზე და შემდეგ ზეიმი გასახდელში გააგრძელეს.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მათი მეტოქეები "ანდერლეხტი", "ფენერბახჩე" და ზაგრების "დინამო" იქნებიან. დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებულმა გუნდის კაპიტანმა ბორის გოდალმა განაცხადა, რომ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლებენ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თავს არ დაზოგავენ.
რაც შეეხება სლოვაკეთის ჩემპიონატს, "სპარტაკი" 6 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-7 ადგილზეა და 2 სექტემბერს სტუმრად "ტრენჩინს" ხვდება.
და კიდევ: საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ვახტანგი ერთა ლიგის ორ უახლოეს მატჩში მონაწილეობის მისაღებად არ გამოიძახა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისა, რომ ტრავმირებული იყო.
ვახტანგ ჭანტურიშვილი: ყველა ქუჩაში იყო და ამ წარმატებას ერთად ზეიმობდა