დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, რომ 29 წლის ნახევარმცველი დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.

"საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" სახელით მადლობას ვუხდით სიჭის გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში", - აცხადებს "რუსთავი".

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "რუსთავს". ამ გუნდში დიდი დრო გავატარე... იყო წარმატებაც და იმედგაცრუებაც, მაგრამ არ ვნანობ "რუსთავში" გატარებულ დროს. ეს პერიოდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში.

მე სულ დავრჩები "რუსთავის" გულშემატკივრად. მადლობა მინდა გადვუხადო თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას, რომელოც დამეხმარა წინსვლაში. მადლობა
მინდა გადავუხადო ლევან სილაგაძეს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის, ასევე ლაშა სილაგაძეს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს – მადლობა მთლიან კოლექტივს.
ნახვამდის...

იმედია კიდევ მომეცემა შანსი, რომ "რუსთავისთვის" გავიტანო," – აღნიშნავს სიჭინავა.

სიჭინავამ ამ სეზონში "მერანსა" და "რუსთავში" იასპარეზა, მესამე გუნდში თამაშის უფლება არა აქვს და ამიტომ დროებით ქვედალიგურ "ლე პორტელის" ღირსებას დაიცავს, სადაც შეზღუდვა არ შეეხება.

altდათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა

altდათა სიჭინავა: "რუსთავიდან" ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი მწვრთნელი გაზაევია

მკითხველის კომენტარები / 4 /
....დროებით ლე პორტელის (რომელი ლიგაა ნეტა....) ღირსების დაცვა რას ნიშნავს? ამ დროებითი კონტრაქტის შემდეგ რა ხდება? შემდეგი გაჩერება მერამდენე ლიგაა?
barba
13:07 04-09-2018
1
Dzaan sishtereshi gadagvdis ukve ucxoetshi tamashis dauikebeli survilebi
შაკო
00:43 04-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული