"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა

AutoSharing Option
ესპანურ "სარაგოსას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იმანოლ იდიაკესის ხელმძღვანელობით, გუნდი პირველ მატჩს სამეფო თასზე "დეპორტივოსთან" გამართავს.

ესპანელმა მწვრთნელმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილზეც ისაუბრა.

"გიორგის ტრავმა აღარ აწუხებს, მზადყოფნაშია. რამდენიმე მატჩიც ჩაატარა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ალბათ, დრო ამ მატჩშიც ექნება", - განაცხადა "სარაგოსას" დამრიგებელმა.

გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა რამდენიმე კვირის წინ მოირჩინა. მან ლა ლიგა 2-ში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარა ერთა ლიგის მატჩებში.

"სარაგოსა" "დეპორტივოს" დღეს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

altმას

დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

altგიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული