გიორგი პაპუნაშვილმა "დეპორტივოს" შორიდან ლამაზი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს ესპანეთის თასზე საკუთარ მოედანზე "სარაგოსამ" "დეპორტივო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

"სარაგოსას" ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა.

ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა - მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს, ხოლო 53-ე წუთზე ლა კორუნიელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

გიორგი იდიაკესმა 72-ე წუთზე შეცვალა, რადგან ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ბოლომდე
არა ფორმაში ჩამდგარი.

არაგონული გუნდი 4 ტურის შემდეგ სეგუნდადივიზიონში 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 16 სექტემბერს, შემდეგ ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერს "ალმერიას" ხვდება.

alt"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა

altმას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქვილითაიას ტრამვა რაშუაშია, მეორე ფეხი მოიტეხა და არა ის რომელიც დაზიანებული ქონდა. პაპუნაშვილზე კი ბევრი წერდა რატომ შეუშვა საერთოდო წონაში მომატებული და ფორმაში არ იყოო.
0
ტრავმა ჰქონდა და ამიტომ არ ათამაშა ვაისმა სავარაუდოდ.
სამაგიეროდ, ქვილითაია,რომელიც ასევე ახალ ტრავმიანი იყო, ათამაშა. შედეგად, პაპუ თამაშობს და გოლს იტანს, ხოლო ქვილითა 6 თვით გამოგვაკლდა.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული