გიორგი პაპუნაშვილმა "დეპორტივოს" შორიდან ლამაზი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს ესპანეთის თასზე საკუთარ მოედანზე "სარაგოსამ" "დეპორტივო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

"სარაგოსას" ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა.

ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა - მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს, ხოლო 53-ე წუთზე ლა კორუნიელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

გიორგი იდიაკესმა 72-ე წუთზე შეცვალა, რადგან ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ბოლომდე
არა ფორმაში ჩამდგარი.

არაგონული გუნდი 4 ტურის შემდეგ სეგუნდადივიზიონში 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 16 სექტემბერს, შემდეგ ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერს "ალმერიას" ხვდება.

alt"სარაგოსას" მწვრთნელი: პაპუნაშვილი მზადყოფნაშია და სათამაშო დრო ამ მატჩშიც მიეცემა

altმას დიდი მომავალი აქვს! - გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ქვილითაიას ტრამვა რაშუაშია, მეორე ფეხი მოიტეხა და არა ის რომელიც დაზიანებული ქონდა. პაპუნაშვილზე კი ბევრი წერდა რატომ შეუშვა საერთოდო წონაში მომატებული და ფორმაში არ იყოო.
QT
13 სექტემბერი 2018 23:02
0
ტრავმა ჰქონდა და ამიტომ არ ათამაშა ვაისმა სავარაუდოდ.
სამაგიეროდ, ქვილითაია,რომელიც ასევე ახალ ტრავმიანი იყო, ათამაშა. შედეგად, პაპუ თამაშობს და გოლს იტანს, ხოლო ქვილითა 6 თვით გამოგვაკლდა.
sg
13 სექტემბერი 2018 20:19
3
ბატონო ვაის, არც ახლა ენდობით პაპუს?!!!!
ალექსანდრე
13 სექტემბერი 2018 14:10
4
მთლიანობაში როგორ ჩაატარა თამაში იქნება ამაზეც დაგეწერათ, ძალიან მაინტერესებს, პაპუნას კიდევ მორიგი გამარჯვებები და წარმატებები მინდა ვუსურვო.
ძალიან გამიხარდა
13 სექტემბერი 2018 13:29
0
აი რატომ ატამაშა ვაისმა პაპუ და არა სხვა, ფორმაში იყო ადამიანი, რომ წერდით და აკრიტიკებდით გინდა მწვრთნელს და გინდა ფეხბურთელს. აგეხილებათ თვალები და დაინახავთ რეალობას. ყოჩაღ პაპუ, ასე გააგრძელე
QT
13 სექტემბერი 2018 12:03
4
პაპუუუუ! როგორ მახარებს შენი კარგი თამაში და ლამაზი გოლები. ამიტომაც სულ ვამბობ, მეტი ფანტაზია, მეტი ინდივიდუალიზმი, მეტი თავდაჯერება.. აი ეს ჭირდება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. მეტადრე წინა ხაზში. წარმატებები და მალე 'ლა ლიგაში' მენახე!
Biannkoneri
13 სექტემბერი 2018 11:17
0
საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმები, მშვენივრად აითვისეს ჩვენმა ბიჭებმა.თუ ერთი შეხებით დარტყმებსაც ისწავლიან,უკვე სერიოზული ძალა გავხდებით
სოსო
13 სექტემბერი 2018 10:14
1
ძალიან მონდომებული და დამაჯერებელია, ძირითადს იმსახურებს ეს კაცი.
დინამო
13 სექტემბერი 2018 04:41
0

სიახლეები პოპულარული