ქართველების "ტობოლი" "ჟეტისუს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
"ჯაბა კანკავა, როგორც ყოველთვის, მოედნის ცენტრში ძალიან აქტიური იყო. იგი წარმატებით შლიდა მეტოქის შეტევებს და გუნდს კომბინაციების ორგანიზებაში ეხმარებოდა. სწორედ მისი პასით მოახერხა ნურგალიევმა გოლის გატანა. ქართველმა ნახევარმცველმა ორთაბრძოლების 61 პროცენტი მოიგო, 17-ჯერ ჩაჭრა მეტოქის შეტევა და 92-პროცენტიანი პასების სიზუსტე ჰქონდა.
ნიკა კვეკვესკირმა ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგო, ოთხი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 87-პროცენტიანი პასების სიზუსტე ჰქონდა. მან
შორეული დარტყმით კარგი გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. რომ არა ტრავმა, რომლის გამოც ნიკას მოედნის დატოვება მოუწია, ის ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა, თუმცა გაწეული შრომით მაინც მოახერხა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა." - ვკითხულობთ ყაზახეთის პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ნიკა კვეკვესკირმა ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგო, ოთხი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 87-პროცენტიანი პასების სიზუსტე ჰქონდა. მან
22 სექტემბერს ქართველების კლუბი "აქტობეს" დაუპირისპირდება.
კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა
ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
მომზადებულია pflk.kz-ის მიხედვით.