გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
"გეტებორგის" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის პირველობის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

გიორგიმ "ელფსბორგთან" მატჩის 87-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა (2:2) და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

გიორგი მესამედ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში, მისი გუნდი კი მიმდინარე სეზონში წარმატებით ვერ ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

ხარაიშვილმა მიმდინარე პირველობის 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

24 სექტემბერს, შემდეგ ტურში "გეტებორგი" გასვლაზე "ჰაკენს" ხვდება.

altaftonbladet.se: გიორგი ხარაიშვილით "აიაქსი" დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული