კვირკველია ძიუბას ვერ გაუმკლავდა, "ლოკომოტივი" - "ზენიტს"

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში "ლოკომოტივი" სანკტ პეტერბურგში 3:5 დამარცხდა "ზენიტთან".

ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის მატჩმა რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს 50 193 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

"ლოკოს" ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. მან 56-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან არტიომ ძიუბასთან ბრძოლა წააგო და ამ უკანასკნელმა ანგარიში 3:1 გახადა.

"რკინიგზელთა" გუნდი 9 ქულით მისთვის უჩვეულო, მე-11 ადგილზეა და 29 სექტემბერს "ახმატს" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, "ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებელი სტარტი აიღო - "გალათასარაისთან" 0:3 დამარცხდა.

altზაზა

ჯანაშია: "ლოკომოტივს" რომ პირველი გოლი გაეტანა, "გალათასარაი" შეშინდებოდა

altსაბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით


მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოჭოლავაც იგივე დღეშია,ჯერ ლიგის თამაში ჩააგდო,გუშინ სკამზე დასვეს,კაი ფოტოებს კი დებენ ინსტაგრამზე და რად უნდათ მეტი,მაგათი ფეხბურთი არ გაიშვა,სელფბურთელები არიან ეგენი
ნიკო
11:41 24-09-2018
0
რა იყო ხალხო,რას დაეძგერეთ ამ კაცს?გეგონება მტერიაო.ზენიტი ისეთ ტემპში თამაშობდა,ინგლისშიც რომ იშვიათობაა და ძიუბასაც ასე ნუ ეხუმრებით,ტანითაც დიდია,ძალიან სწრაფიც არის და ტექნიკურიც,მისი გაჩერება მსოფლიოს ჩემპიონატზეც უჭირდათ და დაცვაც მხოლოდ კვირკველია არ არის.რასაც ვუყურე,ძალიან მაგარი თამაში იყო,მაგრამ ზენიტის გამჩერებელი ამ სეზონში,რუსეთში არავინ მეგულება.სხათა შორის პირველ ტაიმში ჩორლუკა დასისხლიანდა ძიუბასთან ბრძოლაში,მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და შეცვალეს,ხოლო მისი შემცვლელი ტარასოვი,გამოსვლიდან სამ წუთში, ორი გაფრთხილებით,ძიუბას წინააღმდეგ ბრძოლაში გააძევა მსაჯმა.
სოსო
09:08 24-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული