საბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიინატის მე-8 ტურში "ზენიტთან" წაგებული მატჩის (3:5) შემდეგ გააკრიტიკეს "ლოკომოტივის" მთელი დაცვა და მათ შორის საბა კვირკველია.

"ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგისთვის გამოცდილი ჰიოვედესი, კრიხოვიაკი და სმოლოვი შეიძინა, მაგრამ მოხდა გასაკვირი რამ: დღეს გუნდის გამოცდილი მცველები საშინელ შეცდომებს უშვებდნენ - მსოფლიოს ჩემპიონი ჰიოვედესი, ვიცე-ჩემპიონი ჩორლუკა და საქართველოს ნაკრების წევრი კვირკველია. ამ ორმა უკანასკნელმა განსაკუთრებით "გამოიჩინა" თავი. საზიზღარი მატჩი ჩაატარეს! მათ ძიუბას საკუთარ საჯარიმოში მკერდზე თავისუფლად მიაღებინეს ბურთი. ნუ, რას ჰგავს ეს?

მცველები რაღაცნაირად დაბნეულები იყვნენ. თუმცა, ისეთი გამოცდილები არიან, ეს არ
უნდა მოსვლოდათ. ეს შეხვედრა მცველებმა წააგეს. ხშირად აყენებდნენ მეკარეს ისეთ სიტუაციაში, რომ მას უჭირდა რაიმეს გაკეთება", - განუცხადა საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მცველმა ევგენი ლოვჩევმა "სოვეტსკი სპორტს".

championat-მა შეხვედრის მიმოხილვაში ქვეთავი მიუძღვნა საბას - "ბაბუა ძიუბა და მოზარდი კვირკველია".

"ადრე თუ გვიან თავისი სიტყვა უნდა ეთქვა ძიუბას. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას "კოპენჰაგენთან" თამაშისას თითქოს დაღლილობა დაეტყო. ე.ი. უნდა ჩაერთო ხასიათი და უკეთ ეასპარეზა. ჩართო კიდეც - გაიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე გოლი. მან მძლავრი კვირკველია ბურთისგან მოზარდივით გასწია".

"ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა შემდეგი განაცხადა:"დაცვაში კარგად არ ვთამაშობთ, თანაც მთელი გუნდით და არა მხოლოდ მცველებით. ძიუბამ პრაქტიკულად ყველა ბურთისთვის ბრძოლა მოიგო, რომელიც მიიღო და ეს წაგების მთავარი მიზეზია. მას ვერაფერი მოვუხერხეთ. შეცდომები ჩვენმა მაღალი კლასის ფეხბურთელებმა დაუშვეს. ისეთ მძლავრ თავდამსხმელთან ბრძოლაში, როგორიც ძიუბაა, საუკეთესოდ ვერ ვმოქმედებდით".

altკვირკველია ძიუბას ვერ გაუმკლავდა, "ლოკომოტივი" - "ზენიტს"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე უნდა ვაღიაროთ, საბა ნაკრებში განსაკუთრებით ლატვიასთან ვერ იყო მთლად კარგი. თუმცა მცირე ჩავარდნა ყველას ააქ და საბა მოუმატებს. თუ არადა რიგში დგას ხოჭოლავა და ტაბიძე, იქვეა დვალიც. ნეტა სხვა პოზიციებზეც ამათსავით გვქონდეს საქმე.
0
თქვენი ნაკრების მცველებს მიხედეთ 100 წლის იგნაშევიჩი რო გიყენიათ :დ კვირკველია ლოგინიდან რო წამოაგდო მძინარე და მოედანზე შეუშვა მაგათ მაინც ჯობია :დ 8 წელია რუსეთშია და ერთხელ ჩაუვარდა მგონი თამაში))
Tbiliseli
18:41 24-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული